ნიკა მელია – „ნაციონალური მოძრაობა” არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება

267 წაკითხვა

„ნაციონალური მოძრაობა” არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება. მიუხედავად იმისა, რომ ვნებათაღელვა არსებობს, თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ პარტია გაძლიერდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დაგეგმილი არჩევნების შემდეგ პარტია იქნება „ბევრად მიმზიდველი განსხვავებული ფართო საზოგადოებრივი ფენებისთვის – იმ ხალხისთვის, რომელმაც დღეს არ იცის ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, ვის მისცეს ხმა“.

მელიას შეფასებით, როდესაც ეს პროცესი დასრულდება, პარტიის რეიტინგი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„ჩემი გამარჯვების შემდეგ, ყველა ადამიანი, ვინც კი არის პარტიაში, ჩემი ხელშეწყობით კვლავ დარჩება პარტიაში. არავის აქვს უფლება ვინმეს მიუთითოს გასასვლელი კარებისკენ, ეს არ არის „ქართული ოცნება“, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. რაც შეეხება აღმასრულებელ რგოლს, ის დაკომპლექტდება გამარჯვებული კანდიდატის შეხედულებისამებრ იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რაც ნამდვილად გულისხმობს ერთიან ხედვას“, – განაცხადა მელიამ.

Next Post

პენიტენციური სამსახური - ადვოკატის მიერ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია

კვი ნოე 20 , 2022
267 წაკითხვასპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია. „მსჯავრდებული სააკაშვილი საავადმყოფოში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები უტარდება. საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით, ყველას გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი […]

შესაძლოა მოგეწონოთ