უკრაინის გენშტაბი – რუსული ძალები უკრაინელ ჯარისკაცებს დონბასში 13 დასახლების ტერიტორიაზე დაესხნენ თავს

225 წაკითხვა

რუსი ოკუპანტები გასული დღის განმავლობაში, დონბასში უკრაინელ ჯარისკაცებს 13 დასახლების ტერიტორიაზე დაესხნენ თავს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის სპორნის, ბელოგორივკას, იაკოვლივკას, სოლედარის, ბახმუტის, კამენკას, ოპიტნის, ვესელგოს, პერვომაისკის, კრასნოგოროვკას, მარინკასა და ნოვომიხაილოვკას დასახლებებში და ლუგანსკის ოლქის სტელმახოვკას რაიონში.

გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგე ცდილობს შეინარჩუნოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და ფოკუსირებულია თავდაცვის ძალების მოქმედებების შეკავებაზე.

უწყების ცნობით, რუსული ძალები ახორციელებენ საჰაერო დაზვერვას და აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ცალკეული მიმართულებებით.

Next Post

არჩილ თალაკვაძე - დასარეგულირებელია ძაღლების მოშენების და გამრავლების, სხვადასხვა ჯიშის ფლობასა და მიტოვებასთან დაკავშირებული საკითხები - საჭიროა ქმედითი სააგენტოს ან სამსახურის ჩამოყალიბება

ოთხ ნოე 23 , 2022
225 წაკითხვასოფლად თუ ქალაქებში მრავლად არის უპატრონო ძაღლები – დასარეგულირებელია მოშენების და გამრავლების, სხვადასხვა ჯიშის ფლობასთან და ძაღლების მიტოვებასთან დაკავშირებული საკითხები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც ის ორი დღის წინ, პეტრიაშვილის ქუჩაზე ძაღლის მიერ ბავშვის დაგლეჯის ფაქტს გამოეხმაურა. მისივე თქმით, ამ კუთხით შესაბამისი კომიტეტი პარლამენტში, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად აქტიურად მუშაობს რეფორმაზე, რომ ევროპული სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი […]

შესაძლოა მოგეწონოთ