არჩილ თალაკვაძე – დასარეგულირებელია ძაღლების მოშენების და გამრავლების, სხვადასხვა ჯიშის ფლობასა და მიტოვებასთან დაკავშირებული საკითხები – საჭიროა ქმედითი სააგენტოს ან სამსახურის ჩამოყალიბება

სოფლად თუ ქალაქებში მრავლად არის უპატრონო ძაღლები – დასარეგულირებელია მოშენების და გამრავლების, სხვადასხვა ჯიშის ფლობასთან და ძაღლების მიტოვებასთან დაკავშირებული საკითხები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც ის ორი დღის წინ, პეტრიაშვილის ქუჩაზე ძაღლის მიერ ბავშვის დაგლეჯის ფაქტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ამ კუთხით შესაბამისი კომიტეტი პარლამენტში, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად აქტიურად მუშაობს რეფორმაზე, რომ ევროპული სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი შემუშავდეს.

“ორი დღის წინ, კიდევ ერთი საბედისწერო შემთხვევა მოხდა – პიტბულმა ბავშვს მიაყენა დაზიანებები. იმედი მაქვს ექიმების პროფესიონალიზმის. ვგულშემატკივრობ პატარას და მის ოჯახს. ყველაფერი კარგად იქნება!

ამ წლების განმავლობაში, როგორც ხელისუფლების, ისე სამოქალაქო აქტივისტების და სპეციალისტების მხრიდან იყო მონდომება და მიზანი, რომ ცხოველების მიმართ ჰუმანური პოლიტიკა გატარდეს, მოწესრიგდეს მათი აღრიცხვის, ბინადრობის და დაავადებათა კონტროლის საკითხი, თუმცა გვჭირდება ახალი, ქმედითი და უფრო მასშტაბური ნაბიჯები – ეფექტიანი რეგულაციები და ევროპული საუკეთესო მოდელის დანერგვა ყველგან, მთელ ქვეყანაში.

 

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *