ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერას ბელგიაში 6 ადამიანი დაესწრო

1,312 წაკითხვა

სკანდალური ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ – პრემიერა ბელგიის ქალაქ კორტრიკშიც შედგა. „პრაიმტაიმი“ ბელგიური პრემიერის შესახებ ემიგრანტ ქალბატონს ესაუბრა.

„ფილმმა საქართველოში ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ გადავწყვიტე, მენახა. კინოთეატრ „ბუდასკოპს“ რამდენიმე დარბაზი აქვს და ერთ-ერთში ეს ფილმი გადიოდა. კინოთეატრთან ძალიან ბევრი ადამიანი დამხვდა, სალაროსთან რიგი იდგა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფილმის საყურებლად დარბაზში ვიყავით მხოლოდ ექვსნი, რადგან ფილმის მიმართ ინტერესი არ იყო. ამ დროს სხვა დარბაზები გატენილი იყო ხალხით.

ექვსი ადამიანიდან 2 ქართველი ვიყავით. ორ ტიპს გამოველაპარაკეთ და – საქართველოში ვართ ნამყოფი, იქაურობა ძალიან მოგვეწონა, ქართული კინო იშვიათად არის ეკრანებზე და  დავინტერესდითო. კიდევ 2 ადამიანი რატომ დაინტერესდა ამ ფილმით, არ ვიცი. ბილეთი 9 ევრო ღირდა.

ფილმი გადიოდა ქართულ ენაზე და სუბტიტრები ჰქონდა ნიდერლანდულ და ფრანგულ ენებზე.

ერთ სცენაზე ძალიან „გავჭედე“: ეზოში, სადაც მოქმედება ხდებოდა, ქვევრი იდგა და იქვე შედგა შეყვარებული მამაკაცების წყვილის ეგზალტირებული აქტი. არა და, იქვე ქართული სუფრა იყო გაშლილი, თავისი „წინწყაროთი“, სადღეგრძელოებითა და ნამდვილი მამაპაპური ქეიფით. აი, აქ „გავჭედე“, რაღაცნაირად, შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი და ავტირდი.

„ბუდასკოპი“ შედარებით პატარა კინოთეატრია და უფრო ხშირად ინტერნაციონალური ფილმები გადის. აქვე გეტყვით, რომ ერთხელ გავიდა ფილმი – „რაც ოთარი წავიდა“. ჩემი და იყო სანახავად და მარტო იჯდა დარბაზში“, – აღნიშნა ბელგიაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, მაია ჟორჟოლიანმა.

Next Post

„ეხლა კი ინტერვიუზე, რომლის გარშემო მსჯელობს დღეს ნაციც და ქოციც“ - ირინა სარიშვილი

ორშ ნოე 11 , 2019
1,312 წაკითხვადღეს დილით მოვისმინე პეტრე ცაავასთან ინტერვიუ. გუშინ ვერ შევძელი, რადგან ეს ჩვენი გახმაურებული ფილმი ვნახე და იმხელა შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი რომ მეტს ვერაფერს დავიტევდი. ამ ფილმზე ჩემს შთაბეჭდილებას შემდეგ სტატუსში გაახლებთ, ეხლა კი ინტერვიუზე, რომლის გარშემო მსჯელობს დღეს ნაციც და ქოციც. შოკის მომგვრელია განცხადებები გახარიას მსხვერპლობასა და ივანიშვილის ქველმოქმედებაზე; ნაკლებად სარწმუნოა ჰომოსექსუალიზმის ასეთი დოზით პედალირება ეკლესიაში მაშინ როცა მის […]