მამუკა მდინარაძე – ახალი „ფორვარდი“ გამოაჩინეს, ზურაბ ჭიაბერაშვილი – 4 კანდიდატი არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, “ფერი ფერსა მადლი ღმერთსა“

387 წაკითხვა

ახალი „ფორვარდი“ გამოაჩინეს, ზურაბ ჭიაბერაშვილი. ვისზე ვლაპარაკობთ: ნიკა მელია, მუმლაძე, ლევან ხაბეიშვილი და ახლა უკვე ჭიაბერაშვილი, როგორი აზრზე მოსულები და პროფესიონალები არიან უკვე ჩანს,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატობაზე ფიქრობს.

მდინარაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის 4 კანდიდატი არის პარტიის სახე, “ფერი ფერსა, მადლი ღმერთსა“.

“ახალი ფორვარდი გამოაჩინეს ზურაბ ჭიაბერაშვილი. ვისზე ვლაპარაკობთ: ნიკა მელია, მუმლაძე, ხაბეიშვილი და ახლა უკვე ჭიაბერაშვილი. როგორი აზრზე მოსულები და პროფესიონალები არიან უკვე ჩანს. ეს ოთხი კანდიდატი არის მათი სახე და ფერი ფერსა მადლი ღმერთსა. რაც არის ეს ოთხი კანდიდატი, ის არის “ნაციონალური მოძრაობა” თავის არსით ბუნებით, წარსულით და მომავლით”, – განაცხადა მდინარაძემ.

Next Post

ირაკლი ღარიბაშვილი - უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე ჩამოვიდა

ორშ ნოე 28 , 2022
387 წაკითხვასაქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში, დაახლოებით, 100 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე ჩამოვიდა. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „სიღარიბის შემცირებაც გვაქვს და ყველა მიმართულებით არის ზრდა, იქნება ეს ტურიზმი, ექსპორტი, შიდა წარმოება, მოკლედ ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური მაჩვენებელი. ფაქტობრივი მობილიზების დინამიკის გათვალისწინებით, ჩვენ ვზრდით 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლის გეგმურ მაჩვენებელს, […]

შესაძლოა მოგეწონოთ