ქალთა უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა – პრობლემა, რომელიც პრობლემად რჩება

150 წაკითხვა

 საქართველოში მოქმედი მედიაგამოცემები ყურადღებით ვაკვირდებით, ქვეყანაში ქალთა უფლებების მხრივ შექმნილ მძიმე მდგომარეობას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მომხდარ დანაშაულებათა არც თუ მცირე ციფრი სწორედ ქალთა ძალადობაზე მოდის.

განსაკუთრებით ბოლო წლებში, გახშირდა ოჯახში ძალადობის გამოვლინებები. უფრო მეტად ფიქსირდება ისეთი შემთხვევები, როდესაც ქალი დაჩაგრულია, მისი უფლებები უგულვებელყოფილი და დარღვეულია. ქალთა მიმართ ძალადობას უაღრესად სერიოზული შედეგი მოსდევს, არა მხოლოდ მსხვერპლი ქალების ფიზიკურ თუ ემოციურ ჯანმრთელობაზე, არამედ იგი უშუალო კავშირშია და გავლენას ახდენს ბავშვებზე, ოჯახზე და მთლიანად საზოგადოებაზე.

მივიჩნევთ, რომ აღნიშნული პრობლემის გადაჭრას, შეიძლება ხელი შეუწყოს ყოვლისმომცველმა საპასუხო ღონისძიებებმა, მათ შორის ყურადღების გამახვილებამ ქალთა დასაქმების შესაძლებლობებსა და ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე.

ძალადობის ყველა მსხვერპლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს მომსახურება, მათ შორის სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება, საცხოვრისი და იურიდიული კონსულტაცია, რასაც დღეს დღეობით, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს.

წარმოგიდგენთ ბოლო წლების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელეულ ოჯახური ძალადობის სტატისტიკას:

2020 წელს, 17860 შემაკავებელი ორდერი გაიცა 10321 პიროვნებაზე.

2021 წელს – 16328 ორდერი გაიცა 9376 პიროვნებაზე.

2022 წელის იანვრის თვიდან მიმდინარე წლის სექტემბრის ჩათვლით, სულ გაცემულია 19 942 შემაკავებელი ორდერი 10 799 პიროვნებაზე.

სტატისტიკის მიხედვით, გასულ წლებთან შედარებით, 2022 წელს პოლიციაზე მიმართვიანობის ყველაზე დიდი მაჩვენებელია. შესაბამისად, დიდია გაცემული ორდერების რაოდენობაც. გამოდის, რომ ერთ პიროვნებაზე ხშირად განმეორებით რამდენჯერმეა შემაკავებელი ორდერი გაცემული, რაც ორდერების ნაკლებეფექტურობაზე მეტყველებს. შესაბამისად, არ შემცირებულა ძალადობის მსხვერპლთა რიცხვი, პირიქით გაიზარდა კიდეც. საზოგადოებაში გავრცელებული სტიგმა „ქმრის ჩაშვება“ ქალის წინააღმდეგ მოქმედებს და ბოლო პერიოდში (თითქმის ყოველ თვე) მომხდარი მკვლელობები და სხვადასხვა ფორმით ძალადობის გამოვლინებები, შურისძიების მიზნით სწორედ, რომ ან შემაკავებელი ორდერის მქონე პირმა ჩაიდინა, ან საპატიმრო დაწესებულებიდან ახლადგამოსულმა.

ფაქტია, რომ ქვეყანაში, ქალთა უფლებების დარღვევის კუთხით საგანგაშო მდგომარეობაა, კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად საჭიროა საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა, რაზეც მთავრობასთან ერთად უდიდესი როლი მედიას აკისრია. ქართული მედია, კვლავაც აქტიურად მიადევნებს თვალს ქალთა უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში აქტიურად ითანამშრომლებს აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ თუ საერთაშორისო უფლებათა დაცვის ორგანიზაციებთან.

Next Post

ჯო ბაიდენი - ვლადიმერ პუტინს ეგონა, რომ უკრაინაში ხელგაშლილი დახვდებოდნენ

ოთხ ოქტ 12 , 2022
150 წაკითხვააშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „რაციონალური აქტორია“, თუმცა უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით მან არასწორად გათვალა. „ვფიქრობ, რომ ის რაციონალური აქტორია, რომელმაც საგრძნობლად არასწორად გათვალა“, – აღნიშნა ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში. მისი განმარტებით, პუტინს არასწორად სჯეროდა, რომ უკრაინელები დაემორჩილებოდნენ რუსეთის შეჭრას – “ეს იყო არასწორი შეფასება, რომელის მცდარობა ქვეყანაში გაწეულმა სასტიკმა წინააღმდეგობამ დაამტკიცა”. „ვფიქრობ, მას ეგონა, რომ ხელგაშლილი დახვდებოდნენ, […]