ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი – მოუთმენლად ველით საქართველოში პროგრესის გაგრძელების ხილვას, რაც აუცილებელი რეფორმების განხორციელების გზით მის ნატო-ში გაწევრიანებას გამოიწვევს

329 წაკითხვა

ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება მომავალში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ისევე, როგორც უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ასე რომ, ღია კარის პოლიტიკა მტკიცედაა ძალაში, – ამის შესახებ საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის (NLO) ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ნატო მოუთმენლად ელის საქართველოში პროგრესის გაგრძელების ხილვას, რაც გამოიწვევს აუცილებელი რეფორმების განხორციელების გზით მის ნატო-ში გაწევრიანებას.

„ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის მთავარი გზავნილები, რომელიც ბუქარესტში გაიმართა, შეეხებოდა ჩვენს უწყვეტ ერთგულებას უკრაინის მხარდაჭერის მიმართ, რომელიც აგრძელებს თავის დაცვას რუსეთის უკანონო აგრესიისგან. ასე რომ, ნატო-ს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს ვალდებულება, რომ გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება, რათა უზრუნველყოფილ იქნას უკრაინის გამარჯვება ამ ომში. მოკავშირეები შეხვდნენ საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვას წარმომადგენლებთან იმის განსახილველად, თუ როგორ შეიძლება ნატო-მ კიდევ უფრო გააძლიეროს მხარდაჭერა ამ ქვეყნების მიმართ, სამი მნიშვნელოვანი პარტნიორის მიმართ, რადგან ისინი წინააღმდეგობას იწევენ რუსეთის ზეწოლას. ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება მომავალში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ასე რომ, ღია კარის პოლიტიკა მტკიცედაა ძალაში და მოუთმენლად ველით საქართველოში პროგრესის გაგრძელების ხილვას, რაც გამოიწვევს აუცილებელი რეფორმების განხორციელების გზით მის ნატო-ში გაწევრიანებას, რომელთა განხორციელებაში ჩვენ საქართველოს დახმარებას ვუწევთ“, – აღნიშნა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა.

Next Post

ცენტრი „ემპათია“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებულ დასკვნას აქვეყნებს

ხუთ დეკ 1 , 2022
329 წაკითხვაცენტრი „ემპათია“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებულ დასკვნას აქვეყნებს. როგორც „ემპათიაში“ აღნიშნავენ, აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ტოქსიკური აგენტების, მათ შორის, ქიმიური შენაერთებისა და რადიაქტიური ნივთიერებების მიმართულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის ცნობით, ინტოქსიკაციის ალბათობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია კომა და სიკვდილი. „ცენტრი „ემპათიას“ სასამართლო საექსპერტო კომისიამ 10 ქართველი და 6 საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით ჩაატარა კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, „სტამბოლის პროტოკოლის“ პრინციპების, ჯანდაცვის […]

შესაძლოა მოგეწონოთ