ელენე ხოშტარია – ყველა ვალდებულად ვთვლით თავს, რომ არ დავუშვათ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი – დღეს ის წამების მდგომარეობაშია

291 წაკითხვა

ყველა ვალდებულად ვთვლით თავს, რომ არ დავუშვათ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი – პრაქტიკულად, ჯანმრთელი ადამიანი შევიდა და დღეს არის წამების მდგომარეობაში, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში სასამართლო არ არსებობს, არსებობს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელსაც ზეწოლა სჭირდება.

„ადამიანის, მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე ეჭვქვეშ არის. ყველა ვალდებულად ვთვლით თავს, რომ არ დავუშვათ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი. გარდა ამისა, თავად მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება წარმოუდგენელია. პრაქტიკულად, ჯანმრთელი ადამიანი შევიდა და დღეს არის წამების მდგომარეობაში. ამასთან შეგუება ნიშნავს, რომ პირუტყვები ვართ და არა ადამიანები და საერთოდ, საზოგადოებაც არ ვართ, თუ ასეთი რამ ჩვენს თვალწინ ხდება. ამიტომ მე ვაცხადებ და კიდევ ერთხელ ვიტყვი – ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ხელი შევუწყო მის აქედან გაყვანას. სასამართლო არ არსებობს, არსებობს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდება ზეწოლა”, – განაცხად ხოშტარიამ.

Next Post

პარტია "ალდე"-მ მიიღო რეზოლუცია,  რომლის ტექსტი და მოთხოვნებიც გიორგი ვაშაძის პარტიამ შეადგინა

შაბ დეკ 3 , 2022
291 წაკითხვაქალაქ ბრატისლავაში, პარტია “ალდე”-მ მიიღო რეზოლუცია,  რომლის ტექსტი და მოთხოვნებიც გიორგი ვაშაძის პარტია ” სტრატეგია აღმაშენებელ ეკუთვნის” “ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის (ALDE) პარტიის საბჭოს შეხვედრა  აღიარებს: რომ 2022 წლის, 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და დაადასტურა, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მკაცრად გმობს: მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი […]

შესაძლოა მოგეწონოთ