გიორგი ვაშაძე – როგორ შეიძლება მშიშარა და ერის მოღალატეებმა, მოქალაქეობა წაართვან გმირებს და პატრიოტებს, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს იცავენ? „ქართულ ოცნებას” ვეუბნები – ვერ გაბედავთ და არ გაბედოთ ეს!

როგორ შეიძლება მშიშარა და ერის მოღალატეებმა, მოქალაქეობა წაართვან გმირებს და პატრიოტებს, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს იცავენ? “ქართულ ოცნებას” ვეუბნები – ვერ გაბედავთ და არ გაბედოთ ეს ქმედება! – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კანონმდებლობის მიხედვით, საქართველო, მოქალაქეობის არმქონე პირად ვერავის დატოვებს.

“გუშინ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში მამუკა მდინარაძემ კიდევ ერთი დანაშაულებრივი განცხადება გააკეთა. ის ფაქტობრივად, დაემუქრა ჩვენს მებრძოლ გმირებს, რომ მათ შეიძლება საქართველოს მოქალაქეობა დაკარგონ. პირველი – ჩვენ ვართ კონვენციის წევრი და კანონმდებლობით, მოქალაქეობის არმქონე პირად ვერავის ვერ დატოვებს საქართველო – ეს არის ტყუილი. მეორე – როგორ შეიძლება აი, ამ მშიშარა და ერის მოღალატეებმა, მოქალაქეობა წაართვან გმირებს და პატრიოტებს, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს იცავენ? მდინარაძესაც ვეუბნები და “ქართულ ოცნებას” ვეუბნები – ვერ გაბედავთ და არ გაბედოთ ეს ქმედება. ნუ აშანტაჟებთ, ნუ აშინებთ და ნუ ავლენთ საკუთარ მოღალატეობრივ ხასიათს ყოველდღიურად თქვენი განცხადებებით!,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *