ალეკო ელისაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე – ორასი წელია რუსეთი მოსისხლე მტერია, რომელიც ორგანულად დაინტერესებულია, ქართველი ერი არ ვარსებობდეთ, ამაზე როგორ შეიძლება ენა დაგებას და მკაფიო პასუხი არ გქონდეს

262 წაკითხვა

ორასი წელია რუსეთი მოსისხლე მტერია, რომელიც ორგანულად დაინტერესებულია, რომ როგორც ქართველი ერი არ ვარსებობდეთ, ამაზე როგორ შეიძლება ენა დაგებას და მკაფიო პასუხი არ გქონდეს, ეს არის უხერხული და დაუჯერებელი, ასეთი პოზიცია გულს მირევს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების” დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას კითხვაზე – მტერია თუ არა რუსეთი.

ამასთან, ელისაშვილის თქმით, შეურაცხმყოფელია იმაზე საუბარი, რომ ვიღაც უკრაინაში ფულის გამო იბრძვის და “ქართულ ოცნებას” ურჩევს, “ამ ბოდვას შეეშვას”.

„მე თავს ვერ დავდებ, რომ უკრაინაში ვინც იბრძვის, იქ ყველა მყავს ნანახი, ნამდვილად არა, დიდი ქვეყანაა და უამრავი ქართველი იბრძვის, მაგრამ რამდენიმე ათეულ ქართველ მოხალისეს მე იქ შევხვდი და სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ მე არ მინახავს ფულის გამო იქ წასული ან ძალით წაყვანილი ქართველი მებრძოლი. როგორც მე და ჩემი მეგობარი წავედით ჩვენი ხარჯით, ჩვენი რისკით, ზუსტად ასეთი ბიჭები ვნახე მე იქ. ყველა ვინც ვნახე, იყო გულანთებული, პატრიოტი და ყველას ჰქონდა გაცნობიერებული, რომ საერთო მტრის წინააღმდეგ უნდა გვებრძოლა. მე არ ვიცი არავინ, ვინც რაღაცის გამო, ფულის გამო წავიდა და ამაზე ლაპარაკი არის შეურაცხმყოფელი, უკვე დაღუპული ბიჭების ხსოვნის შეურაცხმყოფელი და ვინც იქ იბრძვიან, მათი შეურაცხმყოფელი. მე ვურჩევ “ქართულ ოცნებას”, ამ ბოდვას შეეშვას ამ ბიჭებთან მიმართებით, შეურაცხყოფას ნუ აყენებენ, ის ბიჭები ამ წუთებშიც სანგრებში დგანან და ზოგი მტერს უყურებს თვალებში. იმას ვერ გრძნობენ, რომ ზურგს მთავრობა უმაგრებს, მაგრამ ფეხს მაინც ნუ უდებენ და თავს მაინც ნუ ჭრიან იქ სხვა უცხოელ მებრძოლებთან თუ უკრაინელებთან.

გამაოგნებელი ამბავია, რომ საქართველოში ვინმე და განსაკუთრებით პოლიტიკოსები, ოდნავ მაინც დაფიქრდნენ იმ კითხვაზე, მტერია თუ არა რუსეთი. ორასი წელია რუსეთი ჩვენი მტერია, მოსისხლე მტერი, რომელიც ცდილობდა იდენტობა წაერთმია, ენა წაერთმია, რომელიც ორგანულად დაინტერესებულია, რომ როგორც ქართველი ერი არ ვარსებობდეთ, ამაზე როგორ შეიძლება ენა დაგებას, ოდნავ მაინც შეყოყმანდე და მკაფიო პასუხი არ გქონდეს, ეს არის უხერხული, აუხსნელი და დაუჯერებელი, არ ვიცი, ეს რაზე მიუთითებს, მე ასეთი პოზიცია გულს მირევს და მეტი არაფერი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

Next Post

დალუქეს თევზის საწარმო, სადაც პროდუქცია უბინძურეს პირობებში მზადდებოდა (ვიდეო)

პარ დეკ 9 , 2022
262 წაკითხვაფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ღონისძიების შედეგად, გამოვლენილია თევზის შესაბოლი საწარმო შპს „ემი”( ს/კ 400254087, მისამართი: რუსთავის გზატკეცილი N 22), რომელიც უკანონოდ, ბიზნესოპერატორის რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე საქმიანობდა. შემოწმებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, სანიტარიულ-ჰიგიენური  ნორმების დარღვევა. სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის მიერ, განადგურების მიზნით, დაილუქა 1166 კილოგრამი თევზი (სკუმბრია შებოლილი 320 კგ, […]

შესაძლოა მოგეწონოთ