2008 წლის აგვისტოში “ქოცებმა” საკუთარი საპირფარეშოების სარკეებში ჩაიხედეს და იქ თავიანთი ჩასვრილი სიფათები დაინახეს – ჭიაბერაშვილი

195 წაკითხვა

2008 წლის აგვისტოში “ქოცებმა” საკუთარი საპირფარეშოების სარკეებში ჩაიხედეს და იქ თავიანთი ჩასვრილი სიფათები დაინახეს.”– წერს ზურა ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში:

“ქოცობა” სიმხდალის იდეოლოგიაა. 2008 წლის აგვისტოში ქოცებმა საკუთარი საპირფარეშოების სარკეებში ჩაიხედეს და იქ თავიანთი ჩასვრილი სიფათები დაინახეს.
ამ ჩასვრილი სიფათების გაპრავება იყო “ომი საქართველომ დაიწყო“ (რუსეთის პირდაპირი აგენტურის მიერ წამოწყებული ამ კამპანიის დამატებით).
ომი არავის გვინდოდა 2008-ში და არავის გვინდა არც ახლა, მაგრამ უნდა გვესმოდეს: რუსულ დათვს „ბაბაიას“ დაძახება არ აჩერებს.

უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს დეოკუპაცია დასავლეთის მიერ რუსეთის დაჩოქებაზე გადის და რომ დასავლურ კოალიციაში ყოფნა რისკია, მაგრამ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისათვის გაწეული რისკი.

კალაძის “მშვიდობის ქალაქი” ნაწილია პროპაგანდისა, რომელიც ნათელყოფს, რომ რუსეთს არა მხოლოდ ჩვენი ტერიტორიები აქვს მითვისებული, არამედ ჩვენი სუვერენიტეტიც. საქართველოს ხელისუფლება – სიმხდალის იდეოლოგიით მოქმედი – ქართველი ხალხის ნებას კი არ გამოხატავს, არამედ რუსეთისას: მას არ აქვს უფლება, მხადაჭერა გამოუცხადოს უკრაინას.

რატომ? იმიტომ, რომ ფულს ჭამს. დიდ ფულს. ქართველი ხალხის ფულს. და მათი კორუმპირებული მდგომარეობის გარანტი მხოლოდ რუსეთია.
რუსეთთან ერთად დასრულდებიან, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენც მოვინდომებთ თავისუფლებას. სოლიდარობა უკრაინას! სოლიდარობა უკრაინელ ხალხს!”- წერს ჭიაბერაშვილი.

Next Post

ჩემი შვილი მოწამვლაში არ ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს ხელისუფლებას - გიული ალასანია

ხუთ დეკ 1 , 2022
195 წაკითხვა“მინდა, გავაკეთო განცხადება, ძალიან მკაფიო და ნათელი ყველასთვის – ჩემი შვილი არ ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში – თუ სასიკვდილო მოწამვლა მართლაც შედგა, მას მიაჩნია, აქ არის იმ უცხო სახელმწიფოს კვალი და სტილი, რომელიც მოგეხსენებათ, ჩემს შვილს მტრად მიიჩნევს.”- განაცხადა გიული ალასანიამ. “ეს ტესტები გაკეთდა ამერიკაში, კალიფორნიაში, საუკეთესო ლაბორატორიაში, ითვლება ნომერ პირველ ლაბორატორიად და ანალიზიც გაუკეთდა საუკეთესო ტოქსიკოლოგების […]

შესაძლოა მოგეწონოთ