233 წაკითხვა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ჯამბულათ ხოფერია დაიღუპა. ეს ინფორმაცია მისმა მამამ გაავრცელა სოციალურ ქსელში:
“ჩემი შვილი ჯამბულათ ხოფერია აღესრულა უკრაინაში.. ვფიქრობდი დროშა რომელიც ჩვენ აღვმართეთ დამ0ყრობლებთან ბრძოლაში საიმედო ხელში იყო მაგრამ უფალმა ისევ მე დამიბრუნა ..
ჩვენ ვერ გაგვტეხენ ..ეს ჩვენი ხვედრია და ამ განსაცდელსაც ისე შევხვდებით როგორც ჩვენ გვეკადრება..
მტრებს ყველაფერი წინ ააქვთ .. და მე როცა აღარ ვიქნები ჩვენი საქმე ჩვენი სამშობლოს მტრებისგან დახსნის საქმე მისი ერთიანობის და სიძლიერის საქმე თქვენ გააგრძელეთ..
მხედრიონის საბრძოლო ფრთა ისევ ბრძოლაშია..”– წერს დაღუპულის მამა არჩილ ხოფერია.