სწორედ ამიტომ, გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ისტორიული მნიშვნელობის ერისკაცი ჩვენი ქვეყნისთვის – მიხეილ ჩხენკელი

113 წაკითხვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი 2022 წლის 1-ლ დეკემბერს, პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატების წინაშე შემაჯამებელი სიტყვით წარდგა.

მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, უნივერსიტეტის განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით ახალი პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეის, კონცეფციისა და განვითარების სტრატეგიის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ ამ ადამიანის და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად დაფუძნდა საქართველოში ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი უნივერსიტეტი. ეს გახლავთ უდიდესი საჩუქარი ჩვენი ახალგაზრდებისთვისა და მთელი ქვეყნისთვის.

როგორც მოგეხსენებათ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის საერთაშორისო
უნივერსიტეტისა და უამრავი სხვა საქველმოქმედო პროექტის განხორციელებით
თვალისჩინივით უფრთხილდება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს, რომელსაც ჩვენი იდენტობა ემყარება –
სწორედ ამიტომ, გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ისტორიული
მნიშვნელობის ერისკაცი ჩვენი ქვეყნისთვის.

ამაყი ვარ, რომ მაქვს პატივი, ვიყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და მივიღო მონაწილეობა
უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების განვითარების საქმეში.

კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო – მკურნალობისა და კვლევის თვალსაზრისით,
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის
ანალოგი რეგიონში საერთოდ არ არის. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი

აკადემიური და სამეცნიერო ჰაბი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა უკვე გადაიყვანა
განვითარების ახალ ორბიტაზე.

ისეთი მასშტაბური, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებზე, როგორებიცაა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი
ბევრი უნდა ვისაუბროთ. ეს ყველა ქართველისთვის განსაკუთრებით საამაყოა,“
განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

Next Post

არცერთ ჩამოთვლილ პუნქტს დასაბუთება არ აქვს - მაია ნიკოლეიშვილი სააკაშვილის დიაგნოზებსა და დასკვნაზე

პარ დეკ 2 , 2022
113 წაკითხვაჩემი, ექსპერტის თვალით დანახული, ეს დასკვნა არის ბოლი, ჩვეულებრივი კვამლი და არასერიოზული მიდგომა, მეტი არაფერი. არც მისი დიაგნოზებია, არცერთ აქ ჩამოთვლილ პუნქტს დასაბუთება არ აქვს. რაც თავში მოგივა, ყველაფერი ჩაყრილია. არც ერთი პოზიცია არ არის არგუმენტირებული. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის ემოციებისთვის აგებული – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა POSTV-ის ეთერში განაცხადა. „მე არ ვიცი მისი ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობა, […]