“როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლს და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ და ხმამაღლა ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა – შოთა არველაძე

116 წაკითხვა

“თუ ასე უერთმანეთოდ, შეურიგებლად და უმისამართოდ ვაპირებთ ცხოვრების გაგრძელებას, თუ იქამდე მივალთ, რომ დაღუპული ხალხის მშობლებს თანადგომას არ ვაგრძნობინებთ და ღირსეული შვილის აღზრდისთვის მადლობას ვერ ვიტყვით, ფასი არ ექნება ჩვენი შვილებისთვის ნათქვამ არც ერთ სიტყვას, შეგონებას და რჩევას.”- წერს ფეხბურთელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში და ეხმიანება უკრაინაში, ქართველი მებრძოლების დაღუპვის ამბავს.

არველაძე ამ პოსტით ხელისუფლების მიერ, დაღუპული მებრძოლების ოჯახების მიმართ სამძიმრის არგამოცხადებას გამოეხმაურა.

“როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლს და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ და ხმამაღლა ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა. ძალიან უცხოა ეს მდგომარეობა და მიჭირს გაგება, მაშინ როცა ბიჭები იღუპებიან, ჩვენ როგორ ვერ ვარქმევთ ტრაგედიას თავის სახელს და როგორ გვიჭირს ამაზე ლაპარაკი.
დიდება გმირებს!”– წერს შოთა არველაძე.

Next Post

ლიაკა ხოშტარია, სამარცხვინო, შენ რა სოლიდარობა უნდა გამოუცხადო უკრაინას? - მოქალაქეების პროტესტი (ვიდეო)

ორშ დეკ 5 , 2022
116 წაკითხვათავისუფლების მოედანზე, სადაც ელენე ხოშტარიას პარტიის ინიციატივით, მოქალაქეებმა საახალწლო დეკორაციის რკინის ჯებირზე შავი ლენტები გააკრეს, მცირე ინციდენტი მოხდა. საწინააღმდეგო პოზიციის მქონე მოქალაქეები, ხოშტარიას დაუპირისპირდნენ.