223 წაკითხვა
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თუ დროულად არ შესრულდება ექსპერტების რეკომენდაციები და მესამე პრეზიდენტს სამკურნალოდ არ გადაიყვანენ, ის დაიღუპება.
“ყოველთვის ფრთხილი ვიყავი (და ვარ) მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას. რასაც საერთაშორისო ექსპერტები წერენ, თუ ის ძალიან მალე არ შესრულდება, მიხეილ სააკაშვილი მოკვდება. ეს იქნება განზრახ მკვლელობა.”– წერს მშვენიერაძე.