თეა ადეიშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი არის “პუტინის ბინძური ფეხის ტილო” – ამ შეფასებით ის ეხმიანება პრემიერის მიერ, 5 დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და იქ მონაწილე ქართველ მებრძოლებზე.
“პუტინის ბინძური ფეხის ტილო რას იტყვის ჩვენს გმირებზე იქნებ დროა ამაზე აღარ გავბრაზდეთ, საკუთარ თავებზე გავბრაზდეთ ამ ყველაფრის მკადრებლებს საქართველოს ხელისუფლება რომ ქვიათ ისევ! ნუ დამამშვიდებთ, ვიცი რომ აუცილებლად აგებენ პასუხს და ის ღვარძლი და ბოღმა ოჯახებში დაუბრუნდებათ აუცილებლად, მაგრამ როგორც ვხედავ მანამდე ბევრს გასვრიან, წაუშლიან სახეს და ბიოგრაფიას, 2 გროშს გადაუგდებენ და მერე კიკუს რეფლექსით დააწერონებენ აქ “სიბრძნეებს” “უმწიკვლო” თვალებით.
ესაა საცოდაობა, თორემ ამ მონის მონის მონას “რაც გინდათ ის დაუძახეთ”, სახელები არ მოუგონეს ბერამ და ბიძინამ თუ ვინმესთვის რამეს ნიშნავს საერთოდ?!”- წერს თეა ადეიშვილი.