ერთი წლის წინ იგივეს გვეუბნებოდნენ და როდის დავუჯეროთ? მათი პროგნოზებით სააკაშვილი 40-ჯერ უკვე მკვდარი უნდა იყოს – ლევან ლორთქიფანიძე

154 წაკითხვა

„დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის სიცოცხლის მოსპობა არ შედის „ქართული ოცნების“ ინტერესებში. ეს იქნება უდიდესი საერთაშორისო დარტყმა მათთვის. არ მგონია, საქართველოს ხელისუფლება ძალით და თავისი მონდომებით სიცოცხლეს უსწრაფებდეს სააკაშვილს, ეს ჩემთვის ცალსახა და ძალიან ცხადია.”– განაცხადა პოლიტოლოგმა ლევან ლორთქიფანიძემ “ჯორჯიან-თაიმსი”-ს ეთერში.

“ჩვენ ვუსმინეთ ბატონ ანზორს, რომ საათები წყვეტს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხს. ერთი წლის წინ იგივეს გვეუბნებოდნენ, საათები წყვეტს ჯანმრთელობის საკითხსო და როდის დავუჯეროთ? მათი პროგნოზებით სააკაშვილი 40-ჯერ უკვე მკვდარი უნდა იყოს, მაგრამ ცოცხალია, შეიძლება მისი ჯანმრთელობა გაუარესდა და კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას უნდა მოვუაროთ, მაგრამ არ შეიძლება პოლიტიკური სპეკულაციები ადამიანის ჯანმრთელობით, თუ ავად არის უნდა უშველონ, თუ ავად არ არის არ უნდა თქვა, რომ ერთ საათში ის გარდაიცვლება, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და სააკაშვილის მიმდევრები ყოველთვის აფუჭებენ საქმეს, თავისსავე ლიდერს უფუჭებენ საქმეს.

მესამე საკითხი, რაზეც უნდა გავამახვილო ყურადღება, მე ვითხოვ, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, რომ ყველა პატიმრის მიმართ ერთნაირი ზომები იყოს გამოყენებული. ყველა პატიმარი თანასწორი უნდა იყოს კანონის წინაშე. რასაც ამბობდა ბატონი ანზორი მაგალითად, რომ გაუსაძლისი მდგომარეობა შეუქმნეს, ამდენი მნახველი რომელ პატიმარს ჰყოლია? ადამიანმა ციხეში ვერ გაძლო და ამდენი ხანია საავადმყოფოშია ექიმების ზედამხედველობის ქვეშ, ფრანგული რადიო აქვს ჩართული და მრავალოთახიანი რეზიდენცია აქვს იქ, პალატა და გვერდით მოსასვენებელი ოთახი. მე კი არ ვამადლი ამას, თუ საჭიროა ღმერთმა შეარგოს და მისცეს ეს, უბრალოდ იმის თქმა, რომ მას კლავენ და ძალით უქმნიან გაუსაძლის პირობებს, მე ამას ვერ გავიზიარებ.

იცით, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი მოწოდებაა, მოხდეს ქვეყანაში დეპოლარიზაცია. შესანიშნავი ინიციატივა ითქვა აქ, უნდა მივიდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც და ნახონ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა. რა დაშავდება, რომ იუსტიციის მინისტრი მივიდეს და მოინახულოს პრეზიდენტი და გაერკვეს ამ საკითხში. ასე, რომ მგონი ცოტა რაციონალურ ჩარჩოებში უნდა ვისაუბროთ, არც ის უნდა ვთქვათ, რომ სააკაშვილი ბედნიერია, ჯანმრთელადაა და კარგადაა და ყველაფერს იგონებს, მაგრამ არც ის უნდა ვთქვათ, რომ არაფერი კეთდება მისი ჯანმრთელობისთვის და მას მიზანმიმართულად კლავენ“ – განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

Next Post

ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქს შეხვდა

სამ დეკ 6 , 2022
154 წაკითხვაპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქს შეხვდა. “დღეს შევხვდი კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს. ჩვენს პატრიარქს წმინდა მიწაზე, მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია წარვუდგინე და გავაცანი. მისმა უწმინდესობამ მისი მოსაზრებები გამიზიარა და პროექტზე ერთად ვიმსჯელეთ. მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესთან ქართული სავანის მშენებლობის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მალე დავიწყებთ პროექტის შეთანხმების შესაბამის პროცედურებს, ხოლო მოგვიანებით, მშენებლობის […]