135 წაკითხვა
შეუძლებელია იყო მშვიდობის ქალაქი, როდესაც კიევში უბედური ბომბები ცვივა”- განაცხადა გიგი უგულავამ 6 დეკემბერს, “მთავარი არხი”-ს გადაცემა “დღის სტუმარში”, რითაც გამოეხმაურა თბილისის საახალწლო სლოგანს “თბილისი-მშვიდობის ქალაქი”.
“შეუძლებელია, არ არსებობს, ეს ანომალიაა. რატომ უნდა ამოადინო ადამიანებს ცხვირში, გააღიზიანო. 2 თვის წინ ბავშვი დაიღუპა, ამდენი უბედურება ხდება, რა საჭიროა”- განაცხადა გიგი უგულავამ.
მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ეხმარებოდეს უკრაინელებს, პროპაგანდით არის დაკავებული და ამას პრამატულობით ხსნის, რაც არის დამღუპველი.