მოვითხოვ, გათვალისწინებულ იქნას ჩემი ნება, „მშვიდობის ქალაქი“ ჩანაცვლდეს სხვა, ყველასთვის მისაღები სლოგანით – ნატა ფერაძე

87 წაკითხვა

ამ პეტიციაზე ხელისმოწერით მოვითხოვ, გათვალისწინებულ იქნას ჩემი ნება, თავისუფლების მოედანზე წარწერა „მშვიდობის ქალაქი“ ჩანაცვლდეს სხვა, ყველასთვის მისაღები სლოგანით, (მაგ.სოლიდარობის ქალაქი; ევროპული ქალაქი; ა.შ) (ჩაატარეთ კენჭისყრა, გამოკითხვა… … ) ან 2023 წელს შევხვდეთ სლოგანის გარეშე.”– წერია ონლაინ პეტიციის ტექსტში, რომელიც ნატა ფერაძემ, კახა კალაძის სახელზე შეადგინა.

“ვინაიდან მე, როგორც ქვეყნის მოქალაქე თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ ჩემი მთავრობის არადემოკრატიულად შერჩეული სლოგანით ომში მყოფი მეგობარი უკრაინის წინაშე. 9 დეკემბერს, ილუმინაციის ანთების დაანონსებულ დროს, ნუ აანთებთ ამ წარწერას.

შეგახსენებთ – 2023 წელი გადამწყვეტი იქნება საქართველოს ევროპული მომავლისთვის. არაერთი კონვენციით და კანონით ვალდებული ხართ, საჯარო განხილვა და მოსახლეობის აზრი გაითვალისწინოთ. – წერია პეტიციის ტექსტში.

Next Post

ეს ნორმალურია? - დღეს სირცხვილია მიხეილ სააკაშვილის ხსენება, ადამიანის, რომელმაც ფეხზე დააყენა ქვეყანა - აღშფოთებული ნანა ბუთხუზის სიტყვა (ვიდეო)

სამ დეკ 6 , 2022
87 წაკითხვამსახიობი ნანა ბუთხუზი გადაცემა “რეაქცია”-ში სტუმრობისას ქვეყანაში მიიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს გამოეხმაურა და მოქმედი ხელისუფლება გააკრიტიკა. მისი თქმით, ომი, სწორედ “ქართულ ოცნებას” სურს და არა იმ ადამიანებს, ვისაც ადანაშაულებენ ომის სურვილში. მისი თქმით, დღეს სირცხვილია მიხეილ სააკაშვილის ხსენება, ადამიანის, რომელმაც ფეხზე დააყენა ქვეყანა.

შესაძლოა მოგეწონოთ