აი ეს დეგრადირებული მოღალატეებით სავსე პარტია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში – პრემიერი “ნაც.მოძრაობაზე”

ომის პარტია, აი ეს დეგრადირებული მოღალატეებით სავსე ლიდერებისგან ჩამოყალიბებული პარტია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. არ არის საინტერესო, რას იტყვიან ისინი. საქართველოში ვერავინ ვერაფერს არევს და ვერავინ ვერაფერს მოაწყობს, იმიტომ, რომ ყველას მიეზღვება და გაეცემა საკადრისი პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

„ომის პარტია, აი ეს დეგრადირებული მოღალატეებით სავსე ლიდერებისგან ჩამოყალიბებული პარტია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. არ არის საინტერესო, რას იტყვიან ისინი. საქართველოში ვერავინ ვერაფერს არევს და ვერავინ ვერაფერს მოაწყობს, იმიტომ, რომ ყველას მიეზღვება და გაეცემა საკადრისი პასუხი. ილუზია არავის ჰქონდეს.

ბოლო კარტი გამოიყენეს სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანით. ეს სისულელე ჩაადენინეს და ვნახეთ, როგორ დასრულდა – ფიასკოთი. სრული ფიასკოთ დასრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება. ვინმეს რამე ილუზია არ ჰქონდეს, ამ ომის პარტიას და ამრევებს და „ლუზერებს“ არ შემოვატანინებთ რაიმე არეულობას. პირიქით, ჩვენ გვინდა მშვიდობა, ისეთი, როგორიც არის დღეს ჩვენთან, სტაბილურობა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მეტი სამუშაო ადგილები, კეთილდღეობა, განვითარება და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა“, – განაცხადა პრემიერმა.

  • Kaspersky Digital Footprint Intelligence: ყოველი მეორე ექსპლოიტი ბნელ ქსელში უმიზნებს ნულოვან და პირველი დღის დაუცველობას

    Kaspersky Digital Footprint Intelligence-ის გუნდმა გააანალიზა 547 რეკლამა 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის სექტემბრის ჩათვლით ფორუმებზე დაუცველობის ექსპლოიტების შესყიდვისა და გაყიდვის შესახებ. აღმოჩნდა, რომ მათი ნახევარი (51%) იყენებს ნულოვანი და…

    მსოფლიოში ანდროიდის მოწყობილობებზე თავდასხმების რაოდენობა კვლავ მცირდება

    2024 წლის მესამე კვარტალში მსოფლიოში „კასპერსკის ლაბორატორიამ“ აღკვეთა 6 686 375 თავდასხმა Android-ზე მავნე, სარეკლამო  ან არასასურველი მობილური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამოვლენილი იქნა …

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *