ნონა მამულაშვილი, მის ძმასთან დაკავშირებით, პრემიერის გაკეთებულ კომენტარს ეხმიანება

145 წაკითხვა

ნონა მამულაშვილი ეხმიანება პრემიერ-მინისტრის განცხადებას მის ძმასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ არაფერი აკავშირებს მამუკა მამულაშვილს “ნაციონალურ მოძრაობასთან”

„მინდა გამოვეხმაურო ზნედაცემული ე.წ. პრემიერ-მინისტრის განცხადებას. მას შემდეგ, რაც დაღუპულ ქართველ მებრძოლებს „საცოდავები” უწოდა და ოპოზიციასთან დააკავშირა, დღეს უკვე ჩემი ძმა, „ქართული ლეგიონის” მეთაური, მამუკა მამულაშვილი, ჩემი გავლით, დააკავშირა „ნაციონალურ მოძრაობას”.

ყველა ნორმალური ადამიანისთვის, ყოველგვარი ახსნა-განმარტება ზედმეტია, თუმცა, მაინც მინდა ვთქვა, რომ „ქართული ლეგიონი” არის უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ქვეშ მოქმედი საბრძოლო ერთეული. რომელიც 2014 წლიდან იბრძვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინაში. მანამდე, საქართველოს იცავდნენ ყველა რუსული შემოტევის დროს.

ხაზგასმით ვამბობ, ჩემს ძმას არაფერი აკავშირებს არც „ნაციონალურ მოძრაობასთან” და არც სხვა რომელიმე პარტიასთან, ის არის პატრიოტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრის წინააღმდეგ 14 წლიდან იბრძვის.

რაც შეეხება ღარიბაშვილს, ის ამ ქვეყნის, მისი ხალხის და მისი ისტორიის სირცხვილია, რის კომპენსირებასაც სწორედ ჩემი ძმა და მისი მსგავსი ათასობით ღირსეული ქართველი ახერხებს უკრაინაში”,  – წერს მამულაშვილი.

ამ თემაზე:

მინდა მივმართო მამულაშვილს და მისნაირ პოლიტიკურად ანგაჟირებულებს – პრემიერი (ვიდეო)

Next Post

ახლა სააკაშვილის სიკვდილით იმუქრებიან. მაშინებს ეს ხალხი - თამარ ჩერგოლეიშვილი

ხუთ დეკ 8 , 2022
145 წაკითხვათამარა ჩერგოლეიშვილის პოსტი სოციალურ ქსელში: “სააკაშვილის ჩამოსვლით ხომ იმუქრებოდნენ! ახლა სააკაშვილის სიკვდილით იმუქრებიან. მაშინებს ეს ხალხი. ადამიანად არ თვლიან მიშას. თავისი მიზნების მიღწევის ინსტრუმენტი ჰგონიათ. სააკაშვილი ბიძინას ჯინაზე კი არ უნდა გადარჩეს, თავისი შვილებისთვის და თავისი ახლობლებისთვის უნდა გადარჩეს. ნუ ახდენთ ამ ადამიანის დეჰუმანიზაციას და ინსტრუმენტალიზაციას.”- წერს ჩერგოლეიშვილი.

შესაძლოა მოგეწონოთ