მიხეილ სააკაშვილის ხელით დაწერილი წერილი გავრცელდა მის ფეისბუქ გვერდზე, რომელშიც ის ამბობს, რომ ცუდად ყოფნის მიუხედავად სურს დაესწროს სასამართლო პროცესს, რომელიც 9 დეკემბერს გაიმართება.
“მე ცუდად ვარ, მაგრამ ხვალ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს.
მადლობა ყველას! მიყვარხართ”– წერს მიხეილ სააკაშვილი.