რატომ ვერ მოახერხა საქართველომ, მიეწოდებინა უკრაინისთვის გენერატორები? – ირაკლი კობახიძის განმარტება

165 წაკითხვა

რატომ ვერ მოახერხა საქართველომ, მიეწოდებინა უკრაინისთვის გენერატორები, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ უკრაინა ითხოვს მაღალი სიმძლავრის გენერატორებს და არა ე.წ. დვიჟოკებს, ხოლო მაღალი სიმძლავრის გენერატორები საქართველოში არ იწარმოება.

„რაც შეეხება გენერატორებს, საზოგადოების წინაშე წარმოადგენენ ისე, თითქოს უკრაინა ითხოვს ე.წ. დვიჟოკებს. ხალხს რომ ვკითხე, მეუბნებიან, რა გახდა „დვიჟოკების“ გაგზავნა უკრაინაში. ხალხს ჰგონია, რომ უკრაინა ითხოვს „დვიჟოკებს“. ამ დროს, საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, მაგალითად, მადრიდის „რეალმა“, რომელიც არის რამდენიმემილიარდიანი ბრუნვის მქონე საფეხბურთო კლუბი, სულ 20 გენერატორი გადასცა უკრაინას. ხალხს გაეცინა ამაზე, ეგონათ, რომ 20 „დვიჟოკი“ გადასცა. სინამდვილეში, საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, რაც საქართველოში ფიზიკურად არც არის.

ჩვენ შეიძლება, ფინანსურად დავეხმაროთ გენერატორების საყიდლად უკრაინას. ჰუმანიტარული დახმარების კუთხით, იცით, რომ ძალიან მასშტაბური იყო ჩვენი მხარდაჭერა, მაგრამ საუბარი არის რაზე, რომ ხალხი შეჰყავთ შეცდომაში, ჰგონიათ, რომ უკრაინაში საქართველომ უნდა გაგზავნოს „დვიჟოკები“, რაც არის ტყუილი. საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, რაც საქართველოში არ იწარმოება. ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, გავაკეთოთ, სადმე სხვა ქვეყანაში შევიძინოთ მაღალი სიმძლავრის გენერატორები და მერე გავგზავნოთ უკრაინაში. ჰუმანიტარულ დახმარებაზე ჩვენ ხომ არანაირი არც პრობლემა გვქონდა. პირიქით, ძალიან ხელგაშლილები ვიყავით, მაგრამ საზოგადოებას ნურავინ ატყუებს, რომ უკრაინა გვთხოვს „დვიჟოკების“ გაგზავნას ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ ჰუმანიტარული დახმარების მასშტაბი ძალიან დიდია.

„ჰუმანიტარული დახმარების მასშტაბი არის ძალიან დიდი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყნებს შორის. აქედან გამომდინარე, სასპეკულაციოდ საერთოდ არ არის გამოყენებადი ეს თემა. ჩვენ არანაირი დაბრკოლება… პირიქით, მაქსიმალურად მოწოდებული ვართ, რომ ჰუმანიტარული დახმარება გავუგზავნოთ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Next Post

TV "პირველი"-ს აჟიტირებული ჟურნალისტის გაუცნობიერებელი ტექსტი (ვიდეო)

ხუთ დეკ 8 , 2022
165 წაკითხვატვ “პირველი”-ს ჟურნალისტმა სიუჟეტის ტექსტში თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკანასკნელი წერილი გამოგზავნა ციხიდან.