უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მეომართა ფოტოსურათები, რომელიც საახალწლო დღესასწაულისთვის განკუთვნილ სივრცეში იყო განთავსებული, დროებით გადატანილია გმირთა მოედანზე

100 წაკითხვა

უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მეომართა ფოტოსურათები, რომელიც საახალწლო დღესასწაულისთვის განკუთვნილ სივრცეში იყო განთავსებული, დროებით გადატანილია გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან.”– ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თბილისის მერია ავრცელებს.

“ახალ წელს ხვდებიან და ქალაქებს ნაძვის ხეებით რთავენ საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინაშიც კი. ამ ფონზე, ცალკეული პოლიტიკოსების მცდელობა, თბილისელებს წაართვან ახალი წელი, ნაძვის ხეს შემოავლონ შავი ლენტები და
დაღუპული მებრძოლების ფოტოსურათები განათავსონ სადღესასწაულო
სივრცეში, არანაირ მორალურ ჩარჩოში არ ჯდება.

აქედან გამომდინარე, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინაში გარდაცვლილ მებრძოლთა ფოტოსურათები საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან გადაეტანა. ამით, პირველ რიგში, პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და თბილისელებსაც მიეცემათ ახალი წლის სათანადოდ აღნიშვნის შესაძლებლობა.

ახალ წელს სიხარულით ელის ყველა, განსაკუთრებით, პატარები. დედაქალაქის
მთავარი ნაძვის ხე და რუსთაველის გამზირი უნდა იყოს ადგილი, სადაც
ადამიანები ახალ წელს ბედნიერებას და სიხარულს დაიბედებენ.”- აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

Next Post

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკრაინაში გენერატორები გაიგზავნება

პარ დეკ 9 , 2022
100 წაკითხვასაქართველოს მთავრობის ცნობით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, გენერატორების შესყიდვა განხორციელდება. აღნიშნული საკითხის უმოკლეს ვადებში შესრულება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა.

შესაძლოა მოგეწონოთ