თეა თუთბერიძე მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს ბიძინა ივანიშვილის სახლის დალეწვისკენ მოუწოდებს

89 წაკითხვა

თეა თუთბერიძე მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს მიმართავს და რადიკალური ქმედებებისკენ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სახლის დალეწვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

“ან მოიქცევით ისე როგორც უკრაინელები მოიქცნენ 2004-ში და 2014-ში და დედებს მო……თ მაგათ ყველას პირდაპირი გაგებით თავისი ივანიშვილიანად ისე რომ იმ შუშის კოლბას დაალეწავთ თავზე, ან არა და მერე თქვენი წუწუნი არ გავიგო!!! არ სჭირდება ამ ყველაფერს რომელიმე პარტიის ყურება ან/და პარტიული ლიდერობა და პოლიტიკოსობა.

გამოაცხადეთ დაუმორჩილებლობა, რის უფლებასაც კონსტიტუცია ასეთ შემთხვევაში ყველას გაძლევთ და იმოქმედეთ სანამ საბოლოოდ დაკარგეთ ყველანაირი ევროპული პერსპექტივა და მომავალი თქვენც, თქვენმა შვილებმაც და მაგ ქვეყანამაც. ღუდუშაურს კი ჰყოლია გაჩენილი საკუთარი შვილები ამერიკაში, იქ აპირებს ცხოვრებას, მაგრამ თქვენ და თქვენ შვილებს კი გტენით რუსეთის უკანალში! ამიტომ იმოქმედეთ დროულად სანამ ჯერ კიდევ არის ძალიან პატარა დრო დარჩენილი!”– წერს თუთბერიძე, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოდან წავიდა.

Next Post

ალეკო ელისაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - ორასი წელია რუსეთი მოსისხლე მტერია, რომელიც ორგანულად დაინტერესებულია, ქართველი ერი არ ვარსებობდეთ, ამაზე როგორ შეიძლება ენა დაგებას და მკაფიო პასუხი არ გქონდეს

პარ დეკ 9 , 2022
89 წაკითხვაორასი წელია რუსეთი მოსისხლე მტერია, რომელიც ორგანულად დაინტერესებულია, რომ როგორც ქართველი ერი არ ვარსებობდეთ, ამაზე როგორ შეიძლება ენა დაგებას და მკაფიო პასუხი არ გქონდეს, ეს არის უხერხული და დაუჯერებელი, ასეთი პოზიცია გულს მირევს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების” დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას კითხვაზე – მტერია თუ არა რუსეთი. ამასთან, ელისაშვილის თქმით, შეურაცხმყოფელია იმაზე საუბარი, რომ ვიღაც უკრაინაში ფულის გამო იბრძვის […]