თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ღონისძიება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა და იქ დამსწრე საზოგადოებას წინასწარ მიულოცა დამდეგი შობა ახალი-წელი.
პარლამენტის წინ ნაძვის ხის კონცერტი მიმდინარეობს, სადაც ქართული ესტრადის წარმომადგენლები: ქრისტინა იმედაძე, ნინი ბადურაშვილი, ეკა კახიანი, თაკო გაჩეჩილაძე, ნოდიკო ტატიშვილი, დათუნა მგელაძე, სალომე ბაკურაძე, კახა ცისკარიძე და ხანუმები.
ღონისძიებას დიმიტრი ობოლაძე და რუსკა მაყაშვილი უძღვებიან.