ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფოტოები, რომელიც “ფორმულა”-მ გაავრცელა არის ძველი

93 წაკითხვა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფოტოები, რომელიც “ფორმულა”-მ გაავრცელა არის ძველი და არ ასახავს მის ამჟამინდელ მდგომარეობას. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

“მაქსიმალურად თავშეკავებით ვიტყვი- ფოტო,რომელიც გავრცელდა, არ ასახავს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამჟამინდელ მდგომარეობას.

მეტი პასუხისმგებლობა მართებთ,როცა ადამიანის ბედი წყდება და საზოგადოების მაღალ ინტერესს ძველი ფოტოების ტირაჟირებით აკმაყოფილებენ.
ნეტაv,ისეთ მდგომარეობაში იყოს მიშა,როგორსაც ფოტოზე ვხედავთ.ადამიანი იმის ნახევარია

იმედია,შეცდომაში შეყვანილი მედია დროულად დაადგენს ფოტოს გადაღების თარიღს. განვმეორდები-ნეტა,ასე გამოიყურებოდეს დღეს მიშა”– წერს ეკა ხერხეულიძე.

ფოტოებთან დაკავშირებით ასევე ინფორმაციას ავრცელებს ელისო კილაძე და ამბობს, რომ ეს არის 3 თვის წინანდელი, როდესაც მას ექსპერტიზა უტარდებოდა.

ამ თემაზე:

მიხეილ სააკაშვილის ფოტოები გავრცელდა

Next Post

ევროპარლამენტი სკანდალში გაეხვა - დაკავებულია მათი წევრი, რომელსაც კორუფციას ედავებიან

შაბ დეკ 10 , 2022
93 წაკითხვა9 დეკემბერს, ბელგიის პოლიციამ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი კორუფციის ბრალდებით  დააკავა. ინფორმაციას „DW – დოიჩე ველე“ ავრცელებს. მათი ცნობით პოლიციამ ბერძენი დეპუტატი იმ გამოძიების ფარგლებში დააკავა, რომელიც კატარის მხრიდან შესაძლო კორუფციულ გარიგებებს ეხება. ამ საქმეზე სულ დაკავებულია ხუთი ადამიანი. მათ შორის ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერის პარტნიორი, რომელიც ასევე მუშაობდა პარლამენტში, იტალიელი პოლიტიკოსი და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი. კაილი არის ბერძნული სოციალისტური […]