რომ არა უკრაინელების და მათ გვერდიგვერდ ჩვენი გმირების ბრძოლა, რუსეთი უკვე შემოვიდოდა საქართველოში – დავით ქაცარავა

164 წაკითხვა

“ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთისგან “ქოცნების” კაპიტულანტური პოლიტიკა გვიცავს?
სინამდვილეში, რომ არა უკრაინელების და მათ გვერდიგვერდ ჩვენი გმირების და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მებრძოლების თავგანწირული ბრძოლა, რომელიც სისხლისგან ცლის ბოროტების იმპერიას, ამარცხებს მას, რუსეთი უკვე შემოვიდოდა საქართველოში და ჩვენი ქვეყნის. სრულ ანექსიას მოახდენდა”- წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში:

“უპირობო კაპიტულაციას კი “ოცნება” ეგრევე მოაწერდა ხელს. ასე რომ, ომი გინდა კი არა და იიი, “ოცნება” გვიცავს ომისგან, მეორე ფრონტი არ იქნება აქ და მსგავსი ქოცბოდვა, არამედ – დიდება უკრაინას, დიდება უკრაინაში მებრძოლ გმირებს! 

ბრძოლას ალტერნატივა არ გააჩნია! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!ძალა ერთობაშია!
უკრაინა იმარჯვებს”– წერს ქაცარავა.

Next Post

ყოველდღე გვაიძულებენ ჩართული ვიყოთ იმ კლოუნადაში, რასაც აწყობენ "ნაციონალები", მათი სატელიტი პარტიები - ქეთევან ტომარაძე (ვიდეო)

კვი დეკ 11 , 2022
164 წაკითხვაყოველდღე გვაიძულებენ ჩართული ვიყოთ იმ კლოუნადაში, რასაც აწყობენ ნაციონალები, მათი სატელიტი პარტიები და ზოგადად, ნეო-ლიბერალი ფაშისტები”- განაცხადა აღმოსავლეთმცოდნე ქეთევან ტომარაძემ 5 დეკემბერს, “ობიექტივი”-ს ეთერში, გადაცემა “ღამის სტუდიაში” სტუმრობისას. “სამწუხაროდ, დღითიდღე ვკარგავთ ჩვენ ნამდვილ სახეს, როგორც ქართველები”- განაცხადა ქეთევან ტომარაძემ. წამყვანკის კითხვაზე, თუ ვინ გვაიძულებს ჩართული ვიყოთ ნაც.მოძრაობის დღის წესრიგში, ქეთევან ტომარაძემ პასუხობს, რომ ეს არის მედია.

შესაძლოა მოგეწონოთ