მართლა ყელში ამოვიდა მკვლელ სააკაშვილზე ამდენი საუბარი – ირაკლი კობახიძე (ვიდეო)

285 წაკითხვა

“მართლა ყელში ამოვიდა მიხეილ სააკაშვილზე ამდენი საუბარი. ეს არ შეიძლება ასე გაგრძელდეს”- განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლ კობახიძემ დღეს, პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

“ამ რეჟიმის ბელადს ნუ გადაგვაყოლეთ რა, ამოვიდა ყელში. მიხეილ სააკაშვილი იყო რეჟიმის ბელადი, რომელმაც მოკლა ასეულობით პატიმარი. რატომ გინდა დამაინტერესოთ მკვლელი სააკაშვილით?

9200 პატიმარია საქართველოში და ერთ პატიმარზე გვალაპარაკებთ. წესით ის უნდა იყოს ციხეში და არა საავადმყოფოში”– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, სააკაშვილი არის მძიმე დამნაშავე, მკვლელი და ავანტიურისტი.

“რა მესამე პრეზიდენტი? – ის არის პირველი დიქტატორი და მკვლელი”– განაცხადა კობახიძემ.

Next Post

მიხეილ სააკაშვილმა კვლავ შიმშილობა გამოაცხადა

ოთხ დეკ 14 , 2022
285 წაკითხვამიხეილ სააკაშვილმა კვლავ შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომელიც კლინიკა “ვივამედში” იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც დღევანდელი პროცესზე მას ვიდეოჩართვის შესაძლებლობა არ მიეცა. “ვიშიმშილებ მანამ, სანამ არ მივიღებ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეოჩართვაზე” – ამბობს სააკაშვილი წერილში, რომელიც შალვა ხაჭაპურიძეს გამოატანა და ის მედიას გააცნო.