175 წაკითხვა
მიხეილ სააკაშვილმა კვლავ შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომელიც კლინიკა “ვივამედში” იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც დღევანდელი პროცესზე მას ვიდეოჩართვის შესაძლებლობა არ მიეცა.
“ვიშიმშილებ მანამ, სანამ არ მივიღებ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეოჩართვაზე” – ამბობს სააკაშვილი წერილში, რომელიც შალვა ხაჭაპურიძეს გამოატანა და ის მედიას გააცნო.