ნუ მთხოვთ მიშა შემეცოდოს – 4 საათი სკამზე დაბმულს მირტყამდნენ, ან წამალი გავუკეთოთ ან ჩამოვკიდოთო – გიორგი გაბედავა

143 წაკითხვა

სააკაშვილის რეჟიმი რომ ყვაოდა, მაშინ პოლიციის სამმართველოში მაწამეს 18 წლის ბიჭი, იმის გამო, რომ 12 წლის ბავშვის ცემაზე შენიშვნა მივეცი პოლიციელს. 4 საათი სკამზე დაბმულს მირტყამდნენ მხოლოდ და მხოლოდ თავში.”– წერს სოციალურ ქსელში ყოფილი სამოქალაქო აქტივისტი გიორგი გაბედავა, რომელიც “ნაც.მოძრაობის” მმართველობის დროს დააკავეს და სცემეს. ფოტოებიც სწორედ მის მაშინდელ მდგომარეობას ასახავს.

“მესმოდა როგორ გეგმავდნენ ჩემს მოკვლას, ან წამალი გავუკეთოთ ან ჩამოვკიდოთო. მერე ნახეს საპატრიარქოს ტელევიზიის რეჟისორი რომ ვიყავი საფულეში და აუტყდათ ჟიმჟიმი.

მაშინ არცერთ იმ ადამიანს ამოუღია ხმა, ვინც ეხლა მთხოვს რომ მიშა მეცოდებოდეს, მიშა რომლის რეჟიმმა არაერთხელ მაწამა სიმართლის გამო!!! გაეროს წარმომადგენლობამ გაიგო, პიტერ სემნები აღფოთებას ვერ მალავდა ჩემს საქმეზე, მაგრამ დღემდე დაუსჯელია ყველა ის პოლიციელი, ყველა ეს პოლიციელი დღეს ნაცმოძრაობის აქტივისტები არიან…

ამიტომ ნუ მთხოვთ მიშა შემეცოდოს!!! ჩემხელა ბიჭები მიწაში ჩააწვინა ამ ავადმყოფის რეჟიმმა და მაშინ ხმის ამოღებისაც გეშინოდათ და ეხლა გახდით სოლიდარობის ღმერთები??? მიშას დროს სად იყო თქვენი სოლიდარობა?”- წერს გიორგი გაბედავა.

Next Post

მიხვდნენ, რომ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდებოდა და სხვა მანქანა ამუშავდა - რატი ბრეგაძე

ხუთ დეკ 15 , 2022
143 წაკითხვაიუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი იყო რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად არაკონსტიტუციური და არაკანონიერი გზებით მოეპოვებინა ხელისუფლება. მას მერე, რაც ეს გეგმა ვერ განხორციელდა ამუშავდა ,,სხვა მანქანა“. ,,შემდგომში უკვე მიხვდნენ და გამოიტანეს დასკვნა, რომ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდებოდა ვერც მუქარით, ვერც მხარდამჭერების შეკრებით, ვერც გზების ბლოკირებით და აქ ჩაირთო და ამუშავდა უკვე სხვა მანქანა, რომელიც […]