მიხვდნენ, რომ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდებოდა და სხვა მანქანა ამუშავდა – რატი ბრეგაძე

102 წაკითხვა

იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი იყო რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად არაკონსტიტუციური და არაკანონიერი გზებით მოეპოვებინა ხელისუფლება. მას მერე, რაც ეს გეგმა ვერ განხორციელდა ამუშავდა ,,სხვა მანქანა“.

,,შემდგომში უკვე მიხვდნენ და გამოიტანეს დასკვნა, რომ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდებოდა ვერც მუქარით, ვერც მხარდამჭერების შეკრებით, ვერც გზების ბლოკირებით და აქ ჩაირთო და ამუშავდა უკვე სხვა მანქანა, რომელიც მიზნად ისახავდა ჯანმრთელობის პოლიტიზირებას და ჯანმრთელობის ხელოვნურად დაზიანების გზით სააკაშვილის გათავისუფლებას.

ერთხელ და სამუდამოდ სპეკულაციებს უნდა დაესვას წერტილი და საზოგადოებამ გაიგოს სრული სიმართლე. ეს სპეკულაცია წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს. სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში ერთადერთი მიზნით, იმისთვის, რომ მას და რადიკალურ ოპოზიციას ერთობლივად მოეპოვებინათ არაკონსტიტუციური და არაკანონიერი გზით ხელისუფლება –  – განაცხადა რატი ბრეგაძემ

Next Post

წარმოუდგენელი მანიპულაცია და შანტაჟია საქართველოს წინაშე - სვიმონ ჯანგულაშვილი

ხუთ დეკ 15 , 2022
102 წაკითხვა,,მაგ კაცს სჭირდება ფსიქოთერაპია და ალბათ ფსიქიატრიც, რომ რეალობა მიიღოს, ბედს შეეგუოს, დამშვიდდეს, დაფიქრდეს, მოინანიოს, კათარზისი და განწმენდა შესძლოს!” – წერს მიხეილ სააკაშვილის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი. ,,არა რა, ვერ ვმშვიდდები!!! ანუ, სიმულიანტს და მანიპულატორს რომ დაუდებ მტკიცებულებას, რომ ის სიმულიანტი და მანიპულატორია, ეს არ შეიძლება და დანაშაულია? სექტანტებო! უსინდისო და გულქვა ფარისევლებო!!! მაგ […]