142 წაკითხვა
ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა შიმშილობა დაიწყეს. ამის შესახებ წითლიძემ დღეს, პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული არ არის მიხეილ სააკაშვილთან და ამის გამო ბოდიშს უხდის, თუმცა დასძენს, რომ მის გადასარჩენად რაღაც უნდა გააკეთოს და ეს არის პროტესტის ის ფორმა, რაც აირჩიეს.
დეპუტატები შიმშილობას მანამ არ შეწყვეტენ, სანამ მიხეილ სააკაშვილს უცხოეთში არ გადაიყვანენ სამკურნალოდ.