ირაკლი კობახიძის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაზე სახელმწიფომ 200 ათას ლარზე მეტი დახარჯა

90 წაკითხვა

ირაკლი კობახიძის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაზე, სახელმწიფომ 200 ათას ლარზე მეტი დახარჯა.

ამის შესახებ მან 15 დეკემბერს, “იმედი LIVE”-ში სტუმრობისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ფინანსური ზიანი არაფერია იმასთან შედარებით, რაც ქვეყანამ მიიღო მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის მმართველი იყო.

,,არის აბსოლუტურად კომფორტული პალატა, სამედიცინო დაწესებულებაში და არის შეთავაზება, რომ ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი. ალბათ, ხარჯებსაც სახელმწიფო დააფინანსებს. უკვე საკმაოდ ძვირი დაუჯდა, სხვათაშორის, სახელმწიფოს სააკაშვილის ყოფნა.

მე როგორც ვიცი, 200,000 ლარზე მეტია ჯამური ხარჯი ამ ოთხასი დღის განმავლობაში და ამ ხარჯებს თავის თავზე იღებს სახელმწიფო, თუმცა ეს ხარჯი არაფერია იმ დანაკარგებთან შედარებით, რაც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, რაც მილიარდებს უდრის,” – განაცხადა კობახიძემ.

Next Post

ნუ გამოიყვანთ ხალხს წყობილებიდან, გადაათრიეთ ეს სიმულიანტი მანიაკი ჩიკატილო ციხეში და აუკრძალეთ პაემნები - მალხაზ გულაშვილი

პარ დეკ 16 , 2022
90 წაკითხვამედიაჰოლდინგ “ჯორჯიან-თაიმსი”-ს დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ფოტოთი, რომელიც ასახავს ციხის პირობებს იმ პერიოდში, როდესაც ქვეყნის მმართველი მიხეილ სააკაშვილი იყო. გულაშვილი ასევე წერს იმ რეჟიმზე, რაც მაშინ ციხეებში იყო დამყარებული. “ვისაც მიშა ციხეები არ გინახვთ, იქაური რეჟიმი, ჯოჯოხეთური სატანური მოპყრობა პატიმრებზე, პატიმრის დამცირება, ლანძღვა-გინება, დაუნდობელი ცემა, სისხლის ნთხევამდე, სადაც ჭადრაკის ხმაურიანი თამაშის გამო ( არ მოგესმათ) 10 […]

შესაძლოა მოგეწონოთ