მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან-თაიმსი”-ს დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ფოტოთი, რომელიც ასახავს ციხის პირობებს იმ პერიოდში, როდესაც ქვეყნის მმართველი მიხეილ სააკაშვილი იყო.
გულაშვილი ასევე წერს იმ რეჟიმზე, რაც მაშინ ციხეებში იყო დამყარებული.
“ვისაც მიშა ციხეები არ გინახვთ, იქაური რეჟიმი, ჯოჯოხეთური სატანური მოპყრობა პატიმრებზე, პატიმრის დამცირება, ლანძღვა-გინება, დაუნდობელი ცემა, სისხლის ნთხევამდე, სადაც ჭადრაკის ხმაურიანი თამაშის გამო ( არ მოგესმათ) 10 გავეშებული პრეს ბრიგადა პრესავდა პატიმრებს, რომლებიც ხელსაც ვერ უბრუნებდნენ.
ვისაც ციხის პირობები არ გინახავთ გინდ გლდანის და გინდ ზონების, სადაც ტარაკნები, ვირთხები და გველები თავს ციხის ბატონ-პატრონად თვლიდნენ, ვისაც ყოველდღე არ გინახავთ მიცვალებულის ჩუმი ( მინიმუმ ორი ყოველდღე კატაფალკით) გაპარება “რეზ.ბალნიციდან”, ვისაც ციხეში თეთრი დაუსრულებელი ღამეები არ გაგიტარებიათ სიფრიფანა ლეიბზე წოლით) რომელსაც ლეიბი რატომ ერქვა არავინ არ იცის, ვისაც კარანტინის დაშლა არ გინახავთ, ვისაც კარანტინის კამერაში შეყრილი 6 კაციან კამერაში 35 კაცი არ გინახავთ, რომელსაც არც ქაღალდს აძლევენ ტუალეტისთვის და არც კოვზს რომ საჭმელი ჭამოს, თქვენ როგორ იღებთ ხმას ამ ცხოველი მანიაკის პირობებზე, რომელიც საუკეთესო კურორტზე განისვენებს და ყოველდღიურ ისტერიკებს უწყობს “ვივა მედის” თანამშრომლებს?
ნუ გამოიყვანთ ხალხს წყობილებიდან, გადაათრიეთ ეს სმულიანტი მანიაკი ჩიკატილო ციხეში და აუკრძალეთ პაემნები, რომელსაც უკვე პაემანიც აღარ ჰქვია, იქ ცხოვრობს მთელი სექტა და დაუყენეთ თავისივე ჯალათები ციხის უფროსებად, რომლებიც ერთ პატარა გადაცდომაზე კარცერში კეტავდნენ პატიმრებს, აუკრძალეთ დაწოლა საწოლზე მთელი დღის განმავლობაში, როგორც ჩვენ გვიკრძალავდნენ, შეუშვით კასტილიანი მანიაკი ამ მანიაკთან და უცებ დაჭკვიანდება .
ვისაც ჰგონია რომ ეს ყველაფერი რაც დავწერე ზღაპარია და ჩემი მოგონილია, მიშას თემურას და გიულას ებარებოდეს, კუბილიუსთან და ფოტიგასთან ერთად”– წერს მალხაზ გულაშვილი.