სამხედრო სამსახურის 1 წლით გადავადება 10 ათასი ლარი გახდება, თუმცა ეს არ ათავისუფლებს პირს მომავალ წელს გაწვევისგან (ვიდეო)

168 წაკითხვა

სამხედრო-სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლება 10 ათასი ლარი ხდება, თუმცა მხოლოდ 1 წლით და მომდევნო წელს პირი კვლავ ექვემდებარება გაწვევას.

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დღეს, “ქრონიკის” ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

მინისტრმა განმარტა, რომ აღნიშნულით სარგებლობა ყველას არ შეეძლება და მხოლოდ ისინი გადაივადებენ გაწვევას, ვისაც უფრო მნიშვნელოვანი საქმე აქვს.

“რაც შეეხება თანხის გადახდას, მოხდება მხოლოდ ერთხელ, ერთი წლით. ეს ყველა პირს არ შეეხება, შეიძლება იყოს ადამიანი, ვისაც არ აქვს მიზეზი, მაგრამ შეიძლება არ მოხვდეს ჯარში გასაწვევთა სიაში.

თუ პირს იმ დროს შეეხო გაწვევა, როდესაც აქვს კონკრეტული, უფრო მნიშვნელოვანი საქმე, შეუძლია 10 ათასი ლარის სანაცვლოდ ეს 1 წელი გადაივადოს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ 1 წლის მერე აღარ იქნება. 1 წლის მერე პირი კვლავ დადგება სავალდებულო გასაწვევთა სიაში”- განაცხადა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, ძალაში რჩება ის კრიტერიუმებიც, რომელიც სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, ესენია ჯანმრთელობის პრობლემები, შვილის შეძენა და ა.შ.

მინისტრმა ისიც განმარტა, თუ რატომ არ აქვს გავლილი მას სავალდებულო სამსახური, ჯუანშერ ბურჭულაძე მრავალშვილიანი მამაა და ამიტომ არ მოხდა მისი გაწვევა.

ცვლილებები სამხედრო სავალდებულო სამსახურის კოდექსში 2023 წლიდან შევა.

Next Post

ვისაც ეს მშვიდობა გგონიათ და ამაღამ ტკბილად დაიძინებთ, ამ ქვეყნის მოსისხლე მტრები ხართ - თეა ადეიშვილი

პარ დეკ 16 , 2022
168 წაკითხვავისაც ეს მშვიდობა გგონიათ და ამაღამ ტკბილად დაიძინებთ, ამ ქვეყნის მოსისხლე მტრები ხართ”- წერს “მთავარი არხი”-ს ჟურნალისტი და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი თეა ადეიშვილი სოციალურ ქსელში. ამ პოსტით ის ეხმიანება კლინიკა “ვივამედში” მყოფი სააკაშვილი კადრების გასაჯაროვებას. “ვისაც ამ კადრებით ღირსება დაგიბრუნდათ, ვისაც გგონიათ რომ ეს სახელმწიფოა, ვისაც სინდისი მშვიდად გაქვთ და ახლა დუმილი შეგიძლიათ, ვისაც ეს მშვიდობა გგონიათ და ამაღამ […]