ჟურნალისტ ბაკურ სვანიძის პოსტი ფეისბუქში:
“კიდევ ერთხელ ვუპასუხებ იმ მითებს და უაზრო ლეგენდებს, რომ თურმე “კრუშკებით ვბანაობდით” ვიდრე სააკაშვილი მოვიდოდა ხელისუფლებაში 2003 წელს და მოგვიტანდა დენს და გაზს.
ჯერ ერთი, სააკაშვილი ხელისუფლებაში იყო მანამდეც და საკმაოდ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობზეც იჯდა და თუ რამე არ კეთდებოდა კარგად, მასაც მოეკითხება!
ზუსტად ეგაა ხალხის მიქარვა, რომ მისთვის პასუხის მოთხოვნის ნაცვლად, დაიჯერეს ამ აფერისტის “ბრძოლა” შევარდნაძის რეჟიმთან, რაც პირადად მე არასოდეს დამიჯერებია და ზოგადად მიმაჩნია, რომ როდესაც ვინმე ხელისუფლების გვერდით ძოვს 8 წელი, მერე იმას იმავე ხელისუფლების გადაგდებაში გვერდით არ უნდა დაუდგე… თუმცა ამას თავი დავანებოთ და ფაქტებზე გადავიდეთ.
1998 წლის დეკემბერში AES Silk Road Holdings B.V., კორპორაცია AES-მა შეიძინა სააქციო საზოგადოება „თელასის“ აქციათა 75%.
ამ თარიღიდან იწყება ჯერ თბილისის და შემდეგ საქართველოს სრული გამრიცხველიანება და ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგება! უკვე 2000 წლისთვის დენი მთელ თბილისს შეუფერხებლად მიეწოდებოდა, ხოლო 2002 წლიდან ეს პრობლემა მთელ საქართველოშის მოგვარდა!
გაზს რაც შეეხება, 1995 წლის მძიმე კრიზისის შედეგად, გაზის მიწოდება შეუწყდა სრულიად თბილისს მაგრამ ის აღდგა 1996 (დიახ, 1996!) წლის აპრილში!
2000 წლიდან დაიწყო გამრიცხველიანება და უკვე 2001 წელს დაიდგა 67 ათასი მრიცხველი. 2002 წლისთვის გამრიცვხელიანდა მთლიანად თბილისი და პროცესი გაგრძელდა რაიონებში, დაგეგმილი იყო ასევე სოფლებში გაზის შეყვანა, რაც
ხელისუფლებაში უკანონოდ მოსულმა სააკაშვილის ბანდამ უბრალოდ გააგრძელა!
ეს არის სიმართლე და თუკი ვინმესთვის დენი და გაზია კრიტერიუმი
სახელმწიფოს მეთაურის შეფასებისა, მაშინ გამოდის, შევარდნაძეს უნდა ვუხდიდეთ მადლობას.
დაასრულეთ ეს სულელური ზღაპრები, რომ თურმე სადღაც “ჭაობში” მყოფი ქვეყანა სააკაშვილმა “იხსნა”! ეგ არის იაფფასიანი ტყუილი. განსაკუთრებით
ახალ თაობას მივმართავ – ვიდრე გაიმეორებდეთ ამ დებილურ თავსმოხვეულ ნარატივებს, ჯერ კარგად შეისწავლეთ 90-ანი წლების ისტორია! “კრუშკით” ჩვენ
ვბანაობდით 1991-1997 წლებში… 1998-დან დაიწყო მეტ-ნაკლები დალაგება და 2002 წლისთვის სერიოზული პროგრესი იყო მიღწეული! შევარდნაძემ უბრალოდ არ
იკადრა უკანონო მეთოდები, ადამიანების ქუჩაში ჩაცხრილვა და ბიზმესმენების დარეკეტება და ა.შ. თორემ მასეთი მეთოდებით გაცილებით დაჩქარდებოდა
ეგ პროცესები, რაც ქნა კიდეც სააკაშვილმა!
ხოლო “დარდუბალა”-ში რაც არის ნაჩვენები, ეგ არის ძირითადად დემაგოგია, ცილისწამება, ინტრიგა და მიკერძოებულობა! დენის გათიშვები და ვაკეში “პაკრიშკების” დაწვა საპროტესტო აქციებზე ხდებოდა 2003 წელს მხოლოდ იმიტომ, რომ ჟვანია-სააკაშვილის გუნდი განგებ თიშავდა ელექტროენერგიას, რომ ხალხში გამოეწვია უკმაყოფილება და გამოსულიყო ხალხი ქუჩაში! ამ გაშტერებულ ხალხს კი, რომელსაც, თუ რამე არ მოსწონდა, სწორედ ხელისუფლებაში მყოფი ჟვანია სააკაშვილისთვის უნდა მოეთხოვე პასუხი, ისევ ეს ჟვანია-სააკაშვილის ჩაუდგა სათავეში სრულიად აბსურდული “შევარდნაძესთან ბრძოლის” საბაბით… აი, ეს არის რეალობა, ბავშვებო და ნუ ჰყვებით ამ “ნანუკა-სოფუკას” ჩერჩეტულ გამოხტომებს და ნუ იმეორებთ უაზროდ “მიშას ნიჭიერებაზე” მითებს”– წერს ბაკურ სვანიძე.