ჩემს არც თუ ისე პატარა ასაკის დედას, ამცირებენ და საათობით აცდევინებენ – მიხეილ სააკაშვილი

174 წაკითხვა

„ყოველ ჯერზე, საკვების შემოტანაზე, ჩემს არც თუ ისე პატარა ასაკის დედას, გიული ალასანიას, ამცირებენ და საათობით აცდევინებენ და მერე ვინმეს უკვირს, წყობიდან რატომ გამოვდივარ.”– წერს მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან გამოგზავნილ წერილში, რომელიც გიული ალასანიამ გააცნო ჟურნალისტებს:

“მინდა ვკითხო ამ სპეცოპერაციის განმხორციელებლებს, თქვენ დედები საერთოდ გყავთ? გასაგებია, რომ პუტინისგან ჩემი მკვლელობა გაქვთ დავალებული და ამ მიზნით მომწამლეთ და ყველა სხვა დანაშაულს ჩადიხართ, მაგრამ დედაჩემი რა შუაშია? საღამოს სახლში რომ მიხვალთ ბარბარობის აღსანიშნავად, კმაყოფილები რომ დღესაც დაამცირეთ დამსახურებული პროფესორი, იქნებ პირჯვრის გადაწერისას, ერთხელ მაინც ჩაიხედოთ სარკეში და იქნებ სადმე სინდისის და ადამიანურობის ნატამალი აღმოაჩინოთ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

Next Post

ყველაზე გრძელი კაბელი იდება შავი ზღვის ფსკერზე - ვიქტორ ორბანი

შაბ დეკ 17 , 2022
174 წაკითხვამე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და რუმინეთში და ევროკომისიის პრეზიდენტს, რომ დღეს გვაქვს საშუალება ენერგოსექტორში ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პლენარულ სესიაზე – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელშიც საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს. მისივე თქმით, ქვეყნების ლიდერებმა უნდა უზრუნველყონ ქვეყნების ეკონომიკური და […]