გეო-სტრატეგიული ადგილმდებარეობა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად გვაქცევს – ირაკლი ღარიბაშვილი

170 წაკითხვა

საქართველოს გეო-სტრატეგიული ადგილმდებარეობა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად გვაქცევს, ისევე როგორც ზღვაზე-წვდომის-არმქონე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის 8 ქვეყნის კარიბჭედ, რაც უმნიშვნელოვანესი კვანძია ევროკავშირის გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპისადმი ენერგო რესურსების მიწოდების კონტექსტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთში განაცხადა, სადაც პლენარულ სესიაში – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ მონაწილეობს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებულმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა და უკრაინაში მიმდინარე ომმა უფრო მეტად გამოკვეთა დივერსიფიკაციის და მედეგობის საჭიროება, ენერგო უსაფრთხოების სფეროში გადაუდებელი გამოწვევების მოსაგვარებლად.

მთავრობის მეთაურმა ისტორიული ღონისძიების ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის რუმინეთის მხარეს, პროექტის მხარდაჭერისთვის კი ურსულა ფონ დერ ლაიენს მადლობა გადაუხადა.

„მიხარია, რომ დღევანდელი მნიშვნეელოვანი შეკრების გამორჩეულ საზოგადოებას მივმართავ. მადლობა მინდა გადავუხადო რუმინეთის მხარეს ღონისძიების მასპინძლობისა და ორგანიზებისთვის, რომელიც ისტორიული მნიშვნელობის არის. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს მისი მხარდაჭერისთვის ამ პროექტის მიმართ.

არსებულმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა და უკრაინაში მიმდინარე ომმა უფრო მეტად გამოკვეთა დივერსიფიკაციის და მედეგობის საჭიროება, ენერგო უსაფრთხოების სფეროში გადაუდებელი გამოწვევების მოსაგვარებლად. საქართველოს გეო-სტრატეგიული ადგილმდებარეობა ბუნებრივად გვაქცევს დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად, ისევე როგორც ზღვაზე-წვდომის-არმქონე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის 8 ქვეყნის კარიბჭედ; რაც უმნიშვნელოვანესი კვანძია ევროკავშირის გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე, სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპისადმი ენერგო რესურსების მიწოდების კონტექსტში.

ამიტომ, უმთავრეს პრიორიტეტად ვაქციეთ დაკავშირებადობა და განსაკუთრებული ხედვა შევიმუშავეთ კავკასიის რეგიონისა და ევროპის დასაკავშირებლად. ენერგიის, ციფრული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და მოდერნიზაციის მიმართულებით აქტიურად ვახორციელებთ ინვესტიციებს. ეს სექტორები შესაბამისობაში მოგვყავს ევროკავშირის ნორმებთან და სტანდარტებთან, ისევე როგორც იმ ვალდებულებებთან, რომლებიც ასოცირების შეთანხმებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით, საერთო საავიაციო სივრცის შესახებ შეთანხმებითა და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების ფარგლებში ვიკისრეთ. ევროპის ძირითადი სატრანსპორტო ქსელის გაფართოება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს გვთავაზობს ისეთი სტრატეგიული პროექტების მხარდაჭერისთვის, რომლებსაც ეროვნული და ფართო რეგიონალურ მნიშვნელობას ფლობს“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Next Post

რა ეტკინა ასე ძლიერ ტვ "პირველს" - მაია ნიკოლეიშვილი

შაბ დეკ 17 , 2022
170 წაკითხვასასამართლო სამედიცინო ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის გამოხმაურება ტვ პირველის გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათის” მიერ,მის შესახებ მომზადებულ რეპორტაჟზე. “რა ეტკინა ასე ძლიერ ტვ პირველს-ს? გუშინ ნანუკა ქაჯაიამ დამირეკა ტვ პირველი-დან, ჩაგწერო, მიშას თემაზეო. უარი ვუთხარი; ამ გოგონას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ჩემი გამოცდილებით, ბოლო წლებია, ტვ პირველი გახდა ძალიან ცრუპენტელა, ამაში საბოლოოდ, დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩემთვის მოძღვნილი სიუჟეტით დავრწმუნდი. მოკლედ, […]