ხელი მოეწერა ძალიან დიდ შეთანხმებას – ვიქტორ ორბანი

ხელი მოეწერა ძალიან დიდ შეთანხმებას მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ, რითიც ხდება უნგრეთის, რუმინეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის დაკავშირება -ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ვიქტორ ორბანის თქმით, დაკავშირებადობა ენერგო კრიზისიდან გამოსავალია.

„გამიჯვნის საპირისპიროდ, დაკავშირებადობა ენერგო კრიზისიდან გამოსავალია. დღეს ხელი მოეწერა ძალიან დიდ შეთანხმებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, რუმინეთის პრეზიდენტთან კლაუს იოჰანისთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლეიენთან მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ, რითიც ხდება უნგრეთის, რუმინეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის დაკავშირება“,- წერს ვიქტორ ორბანი.

  • Kaspersky Digital Footprint Intelligence: ყოველი მეორე ექსპლოიტი ბნელ ქსელში უმიზნებს ნულოვან და პირველი დღის დაუცველობას

    Kaspersky Digital Footprint Intelligence-ის გუნდმა გააანალიზა 547 რეკლამა 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის სექტემბრის ჩათვლით ფორუმებზე დაუცველობის ექსპლოიტების შესყიდვისა და გაყიდვის შესახებ. აღმოჩნდა, რომ მათი ნახევარი (51%) იყენებს ნულოვანი და…

    მსოფლიოში ანდროიდის მოწყობილობებზე თავდასხმების რაოდენობა კვლავ მცირდება

    2024 წლის მესამე კვარტალში მსოფლიოში „კასპერსკის ლაბორატორიამ“ აღკვეთა 6 686 375 თავდასხმა Android-ზე მავნე, სარეკლამო  ან არასასურველი მობილური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამოვლენილი იქნა …

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *