278 წაკითხვა
ფაქტობრივად მიმდინარეობს მისი მკვლელობა. ყოველი ამოსუნთქვა, ყოველი მოქმედება არის კონტროლის ქვეშ”- განაცხადა გიული ალასანიამ კლინიკა “ვივამედი”-ს დატოვების შემდეგ.
“ფაქტობრივად, ამ ყველაფრის ტრანსლაცია მიდის მთელ ქვეყნიერებაზე. როგორ უნდა იგრძნოს თავი ადამიანმა, ცხოვრება ჰქვია ამას?
ეს არის სიკვდილმისჯილი ადამიანი. რას ნიშნავს ადამიანის ასე გამოჭენება, გაშიშვლება ნებისმიერი ადამიანის და მითუმეტეს ის, იყო არამარტო პრეზიდენტი, არამედ მთავარსარდალი, რომელმაც პირველმა მიიღო რუსეთის აგრესია თავის თავზე, რომელზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. ამ ერთმა ადამიანმა ნახევარი დასავლეთი აქ ჩამოიყვანა”- განაცხადა გიული ალასანიამ.