175 წაკითხვა
ლალი მოროშკინას განცხადებით, მან იცის ის მიწები კახეთში, რომელიც ევროპელი დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დაურიგდათ.
ამის შესახებ მან 17 დეკემბერს, “ალტ-ინფო”-ს ეთერში ჩართვისას თქვა.
“პირადად მე ვიცი, სად, რა და რამდენი მტკაველი აქვთ გადაცემული სააკაშვილისგან. პირადად მე ვიცი ის ძალიან ცნობილი სახეები, რომლებიც დღეს ტელევიზიაში ყელყელაობენ, სანამ სააკაშვილი დაიწყებდა აბანოთუბნის განახლებას, მანამდე რამდენიმე ასეულ ლარად აქვს შესყიდული იმ ძირძველი მოსახლეობისგან და შემდეგ, თავის ფავორიტებს როგორ დაურიგა, რომლებსაც ზოგს სასტუმრო აქვს, ზოგს რესტორანი”– განაცხადა ლალი მოროშკინამ.