ირკვევა, რომ დღეს, სააკაშვილი, ღრმად სნეული, უდროოდ დაბერებული, მომაკვდავი ადამიანია – ნიკა გვარამია

ირკვევა, რომ დღეს სააკაშვილი ღრმად სნეული, უდროოდ დაბერებული, მომაკვდავი ადამიანია – წერია ნიკა გვარამიას სახელით გამოქვეყნებულ პოსტში.

ვიხილეთ უბინძურესი და სასტიკი დანაშაული, ჩადენილი სახელმწიფოს მიერ. საკუთრივ, გავრცელებული კადრები არ გვეუბნება არაფერს, გარდა ერთისა: ბოლო 15 წამის მასალით ირკვევა, რომ დღეს სააკაშვილი ღრმად სნეული, უდროოდ დაბერებული, მომაკვდავი ადამიანია. აი, კადრების გავრცელების ფაქტი კი არის სააკაშვილის მიმართ ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კიდევ ერთი, ახალი ეპიზოდი.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქართულ ოცნებას სააკაშვილისთვის სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი და ამ გზიდან იგი გადახვევას არ აპირებს თუ გაერთიანებული ძალებით, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ შეუძლებელი არ გავხადეთ მათი ამ კანიბალური მიზნის მიღწევა.

გუშინდელი დღის შემდეგ, ასევე ცალსახაა, რომ იმ კლინიკაში, რომელში ყოფნასაც სააკაშვილის წამების ახალი ეპიზოდი უკავშირდება, თეორიულადაც შეუძლებელია არა თუ მისი გამოჯანმრთელება, არამედ ნეგატიური დინამიკის პროგრესული ტემპის ოდნავ შეჩერებაც კი. წამების საერთაშორისო კონვენციით, დამატებითი პროტოკოლებით, სამედიცინო გაიდლაინებით, სააკაშვილი დაუყოვნებლივ განრიდებულ უნდა იქნეს იმ სისტემებს და წიაღებს (პენიტენციური იქნება თუ ჯანდაცვის), სადაც მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ქონდა ადგილი.
ცხადია, როდესაც წამების ეპიზოდს ვივამედს ვუკავშირებ, არ ვგულისხმობ რომ კლინიკამ აწამა ის.

ვგულისხმობ, რომ კლინიკაში მის ყოფნას უკავშირდება ის ვიდეომასალა, რომლის გამოქვეყნებაც შეადგენს წამების დანაშაულს. შესაბამისად, პატიმარი სააკაშვილი აპრიორი ვერ იგრძნობს თავს კლინიკაში უსაფრთხოდ და ვერ ექნება ნდობა პერსონალისადმი.”- წერს ნიკა გვარამია.

  • Kaspersky Digital Footprint Intelligence: ყოველი მეორე ექსპლოიტი ბნელ ქსელში უმიზნებს ნულოვან და პირველი დღის დაუცველობას

    Kaspersky Digital Footprint Intelligence-ის გუნდმა გააანალიზა 547 რეკლამა 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის სექტემბრის ჩათვლით ფორუმებზე დაუცველობის ექსპლოიტების შესყიდვისა და გაყიდვის შესახებ. აღმოჩნდა, რომ მათი ნახევარი (51%) იყენებს ნულოვანი და…

    მსოფლიოში ანდროიდის მოწყობილობებზე თავდასხმების რაოდენობა კვლავ მცირდება

    2024 წლის მესამე კვარტალში მსოფლიოში „კასპერსკის ლაბორატორიამ“ აღკვეთა 6 686 375 თავდასხმა Android-ზე მავნე, სარეკლამო  ან არასასურველი მობილური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამოვლენილი იქნა …

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *