43 წაკითხვა
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ნიკა სიმონიშვილი ამჯერად ნონა ქურდოვანიძემ შეცვალა, რომელიც ორგანიზაციის გამგეობამ აირჩია.
ინფორმაციას “საია”-ს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ნონა ქურდოვანიძე 2019 წლის მარტიდან ხელმძღვანელობდა საიას სამართლებრივი დახმარების პროგრამას და იყო ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს წევრი, ხოლო 2016 წლიდან არის საიას გამგეობის წევრი. 2018-2020 წლებში გამგეობის მიერ არჩეული იყო თავმჯდომარის მოადგილედ.