ვოლოდიმირ ზელენსკი, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს (ვიდეო)

150 წაკითხვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვა გაავრცელა.

“მინდა მივმართო ჩვენს მეგობრებს და მოაზროვნე, წინდახედულ ადამიანებს საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ყველამ ნახეთ, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, რა მდგომარეობაშია მისი ჯანმრთელობა.

მივმართავ ქართველ ერს და საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინეთ გულმოწყალეობა, განსაკუთრებით, ამ მძიმე დროს. ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, ბოროტებაა. ეს საქართველოს არ შველის. ეს უნდა შეჩერდეს.

ძალიან გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც მის სიცოცხლეს დაიცავს. გთხოვთ, გადაიყვანეთ სააკაშვილი თუნდაც უკრაინაში, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ამერიკაში. ზუსტად ახლა არის დრო, რომ კეთილი საქმე გააკეთოთ. დიდება უკრაინას! – ამბობს ზელენსკი.

Next Post

რა ქნა ბიძინა ივანიშვილმა, რუსებს ტანკები უყიდა, თუ დროშა აღმართა? - მიხეილ მესხი ბიძინა ივანიშვილზე (ვიდეო)

სამ დეკ 20 , 2022
150 წაკითხვარა ქნა ბიძინა ივანიშვილმა, რუსებს ტანკები უყიდა, თუ დროშა აღმართა? – განაცხადა მიხეილ მესხმა 19 დეკემბერს, “ჯორჯიან-თაიმსი”-ს ეთერში სტუმრობისას, როდესაც შეაფასა ოპოზიციის განცხადებები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. მისი თქმით, გაუგებარია, რა მიზეზით ერჩიან ივანიშვილს და რა არგუმენტები აქვთ როდესაც ამბობენ, რომ ის პრორუსულ პოლიტიკას ატარებს, იმ ფონზე, როდესაც, მისივე თქმით, ელენე ხოშტარია ფინანსებს რუსეთიდან იღებს.