სახელმწიფო 3 ახალ ფრანგულ შვეულმფრენს შეიძენს, რომელიც გამოიყენება სამშველო, საპოლიციო და სახანძრო დანიშნულებით

178 წაკითხვა

სახელმწიფო 3 ახალ ფრანგულ შვეულმფრენს შეიძენს.

H145 ფრანგული წარმოების მრავალფუნქციური ვერტმფრენია, რომელსაც პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციების შესრულება შეუძლია

ახალი ვერტმფრენები სრულად არის დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისათვის საჭირო და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. 2 ძრავა ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. ამ ტიპის შვეულმფრენი მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია

H145 წარმოადგენს Airbus Helicopters-ის ერთ-ერთ უახლეს მოდელს, რომელსაც წარმატებით იყენებენ გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები

Next Post

სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანა მისი მოკვლის ან დაინვალიდებისათვის სჭირდებათ - ლევან მამალაძე

სამ დეკ 20 , 2022
178 წაკითხვა„სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანა მისი მოკვლის ან დაინვალიდებისათვის სჭირდებათ“! როგორც ჩანს ეს სცენარი შემუშავებულია და საქართველოს საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ!”- ამის შესახებ “სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლევან მამალაძე წერს სოციალურ ქსელში: “გამორიცხული არაფერია, ამის რეალური საფრთხე არსებობს, რადგან ჭკუიდან გადასული მიშა არავის სჭირდება, ხოლო საქართველოს საწინააღმდეგოდ და სიტუაციის ასარევად, გარდაცვლილ ან „ბოსტნეულად“ ქცეულ სააკაშვილს ეფექტურად გამოიყენებენ. ამ ვერსიის დამადასტურებელი ფაქტორი ის არის, […]