მასშტაბური სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით – ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 62 ადამიანი

212 წაკითხვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 62 პირი დააკავა, მათ შორის 46 ნარკორეალიზატორია.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

“ნარკორეალიზატორები დაკავებული არიან სხვადასხვა ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ოზურგეთში, გორში, მარნეულსა და რუსთავში, ასევე,
თბილისის სხვადასხვა უბანში, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების და გასაღების მცდელობის, ასევე, ამ დანაშაულის მომზადების
ბრალდებით დაკავებული არიან: საქართველოს, სერბეთის, იორდანიისა და ლატვიისა  მოქალაქეები.

სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს
ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარულინ აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

დაკავებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, მათი პირადი, ავტომანქანების, საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: “ჰეროინი”, „კოკაინი“, “ალფა პვპ”, “ბუპრენორფინი”, „ექსტაზი“, „მეტადონი“, “კეტამინი”, “ლირიკა”, “ოპიუმი” და “მარიხუანა”.

ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შემოტანის ფაქტებს, პოლიციამ უცხო ქვეყნის 20-მდე მოქალაქე დააკავა. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული არიან თურქეთის, სერბეთის, აზერბაიჯანის, ირანის, რუსეთის, უკრაინის, ეგვიპტის, ლატვიის, ნიგერიისა და სომხეთის მოქალაქეები.

განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის, ასევე, საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანისთვის დაკავებული არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1987 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე ბ.თ., 1991 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე ნ.ნ, 1989 წელს დაბადებული ლატვიის მოქალაქე რ.კ., 1980 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე რ.ს., ასევე, სერბეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1990 წელს დაბადებული დ.ი. და 2001 წელს დაბადებული მ.მ., 1984 წელს დაბადებული სომხეთის მოქალაქე ჰ.პ., 1987 წელს დაბადებული ნიგერიის მოქალაქე დ.ე., აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეები: 1993 წელს დაბადებული ს.ა., 1985 წელს დაბადებული ლ.წ., 1976 წელს დაბადებული მ.კ., 1976 წელს დაბადებული ტ.რ.

1980 წელს დაბადებული დ.დ., 1983 წელს დაბადებული ა.მ., 1962 წელს დაბადებული ზ.ჯ. და 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.გ. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ნარკოდანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლა და ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება. 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით, სულ 204 ნარკორეალიზატორია დაკავებული.

მიმდინარე წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით, გასულ წელთან შედარებით, 68-ით მეტი ნარკორეალიზატორი დააკავა. პოლიციამ ჯამში, მთელი წლის განმავლობაში, უკანონო ბრუნვიდან ამოიღო: 8 კილოგრამი „ჰეროინი“, 8 500 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 16 კილოგრამი „კოკაინი“, 6 კილოგრამი „მდმა“, 5 კილოგრამი „ალფა პვპ“, 4,5 კილოგრამი „კლეფედრონი“ და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება.

პოლიცია განაგრძობს კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელებას, ნარკორეალიზატორების გამოვლენისა და დაკავების მიზნით, ასევე განაგრძობს აქტიურ ოპერატიულ-საგამოძიებონ ღონისძიებებს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო შემოტანის და გავრცელების წინააღმდეგ.”– განაცხადეს ბრიფინგზე.

 

Next Post

პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვას აქვს უდიდესი მნიშვნელობა - ხატია დეკანოიძე

სამ დეკ 20 , 2022
212 წაკითხვა“პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ‘- წერს ხატია დეკანოიძე და ეხმიანება მის განცხადებას საქართველოს მთავრობისადმი, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ. “პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ომში მყოფი პრეზიდენტის ჩართულობა სააკაშვილის საქმეში და მიმართვა არის გზავნილი ცივილიზებული სამყაროს მიმართაც. მსოფლიო ლიდერების ზელენსკიზე სწორება იქნება მიშას საქმეშიც სასიცოცხლო. მე ამის სულ მჯეროდა. მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის”– წერს დეკანოიძე.