შემდეგ დაბადების დღეზე, ჩემი შვილი აქ აღარ უნდა იყოს, არც ციხეში – გიული ალასანია

164 წაკითხვა

მომავალ დაბადების დღეს აქ არ უნდა იყოს, არც ციხეში უნდა იყოს, მას ეს არ დაუმსახურებია. ამ ადამიანმა საქართველოსგან, უკრაინისგან, ყოფილი სისტემის დანგრევისთვის მხოლოდ მადლობა დაიმსახურა, – განაცხადა გიული ალასანიამ კლინიკა “ვივამედთან”, ჟურნალისტებთან საუბრისას.

ალასანია უნდობლობას უცხადებს პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელ მალხაზ ურთმელიძეს და ამბობს, რომ მისთვის მხოლოდ კალიფორნიის ლაბორატორიის დასკვნაა სანდოც და მისაღებიც.

„არ არის ეს განმარტება ჩემთვის მისაღები. გვაქვს ჩვენ კალიფორნიის ლაბორატორიის დასკვნა და ის არის ჩემთვის არგუმენტი და დასკვნა. არ არის ეს {პენიტენციური სამსახურის} დასკვნა სწორი. ვერაფერს დაამტკიცებს [მალხაზ ურთქმელიძე], მოუტანოს თავისი არგუმენტები კალიფორნიის ტოქსიკოლოგებს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელნმა მალხაზ ურთმელიძემ განაცხადა, რომ ცენტრ „ემპათიის“ დასკვნის ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტი არ დასტურდება.

მისივე განცხადებით,  ყველა ადამიანს სისხლშიც, თმაშიც და ყველანაირ ბიოლოგიურ სითხეში ესა თუ ის ნივთიერება აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს მოწამვლას.

Next Post

სალომე ზურაბიშვილის ძმამ მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

ოთხ დეკ 21 , 2022
164 წაკითხვასალომე ზურაბიშვილის ძმამ მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და საზღვარგარეთ, მის სამკურნალოდ გადაყვანის აუცილებლობაზეც ისაუბრა. “საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე! წელიწადზე მეტია, რაც მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრებულია საქართველოში. სამშობლოში დაბრუნებისას მან იცოდა, რომ დააკავებდნენ, რადგან საქართველოში ის დაუსწრებლად გაასამართლეს. მაგრამ მიუხედავად ამისა მან ასეთი არჩევანი გააკეთა . დღეს არ მსურს ვისაუბრო არც ამ არჩევანზე და არც მისი […]

შესაძლოა მოგეწონოთ