248 წაკითხვა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვდა.
უკრაინის პირველ პირს ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე, ჯილ ბაიდენი დახვდნენ.,
ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას ბაიდენმა ზელენსკის წლის კაცი უწოდა.
პირისპირ საუბრისას ბაიდენმა უკრაინელი ხალხის მიმართ აღფრთოვანება გამოხატა, რომლებიც იბრძვიან საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის და აოცებენ მსოფლიოს.
ბაიდენის თქმით, დღევანდელი შეხვედრაც უკავშირდება იმ საკითხს, თუ კიდევ როგორ დაეხმარონ უკრაინას.