კაცს პრეზიდენტი ერქვა და ახლა ამბობს, რომ ისეთი სათუთი ფსიქიკა აქვს, რომ ოროთახიან პალატას ვერ უძლებს

ეს კაცი, 450 დღე არის ამ სიმულაციის რეჟიმში და მთელი საქართველო არის ამ სიმულაციის მსხვერპლი. ასეთი სათუთი ფსიქიკა აქვს მიხეილ სააკაშვილს, რომ მის ფსიქოლოგიას არ შეუძლია აიტანოს 2 ოთახიანი პალატა ?! ეს ხომ სირცხვილია – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი უყვირის და ლანძღავს სამედიცინო პერსონალს.

“ასეთი სათუთი ფსიქიკა აქვს მიხეილ სააკაშვილს, რომ მის ფსიქოლოგიას არ შეუძლია აიტანოს 2 ოთახიანი პალატა?! ეს ხომ სირცხვილია. კაცს პრეზიდენტი ერქვა და ახლა ამბობს, რომ ისეთი სათუთი ფსიქიკა აქვს, რომ ოროთახიან პალატას ვერ უძლებს და სირცხვილია ეს ყველაფერი.

საზოგადოებას ეუბნებიან ამ ყველაფერს, 9200 პატიმარი საქართველოში და საკნებში არიან დღემდე, ვის აქვს ოროთახიანი პალატა?! შეუძლია დაუყვიროს, გალანძღოს და ხელები უქნიოს სამედიცინო პერსონალს, რომელ ქვეყანაში გინახავთ ასეთი რაღაც. იქიდან არის ყველანაირი ზრუნვა და ეს ხელ-ფეხს უქნევს, სახეში აყრის საჭმელს, თუ სამედიცინო დანიშნულების ობიექტებს,”-განაცხადა კობახიძემ.

  • Kaspersky Digital Footprint Intelligence: ყოველი მეორე ექსპლოიტი ბნელ ქსელში უმიზნებს ნულოვან და პირველი დღის დაუცველობას

    Kaspersky Digital Footprint Intelligence-ის გუნდმა გააანალიზა 547 რეკლამა 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის სექტემბრის ჩათვლით ფორუმებზე დაუცველობის ექსპლოიტების შესყიდვისა და გაყიდვის შესახებ. აღმოჩნდა, რომ მათი ნახევარი (51%) იყენებს ნულოვანი და…

    მსოფლიოში ანდროიდის მოწყობილობებზე თავდასხმების რაოდენობა კვლავ მცირდება

    2024 წლის მესამე კვარტალში მსოფლიოში „კასპერსკის ლაბორატორიამ“ აღკვეთა 6 686 375 თავდასხმა Android-ზე მავნე, სარეკლამო  ან არასასურველი მობილური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამოვლენილი იქნა …

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *